2 თებერვალი – ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე

  • 02/02/2018
  • Home
  • 2 თებერვალი – ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე

ჭარბტენიანი ტერიტორიები ეკოლოგიური ფუნქციებით და სასიცოცხლო მნიშვნელობით გამოირჩევა, დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებასა და ადაპტაციაში. ჭარბტენიანი ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის კუთხითაც, რადგან სოფლის მეურნეობა ჭარბი წყლის მოხმარებას საჭიროებს. სწორედ ასეთ ტერიტორიებს აქვს რესურსი, შეინარჩუნოს ეკოლოგიური ხასიათი.

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია: კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადას, ჭურის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს) და ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).

1971 წლის შემდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო