დაიჭირე წამი

დაიჭირე წამი

თუ წამს დაიჭერთ, მოხვდებით იქ სადაც უნდა მოხვდეთ ამიტომაც მიყვარს გამოთქმა დაიჭირე  წამი. ის ქალაქი, რომელზეც უნდა გიმაბოთ სწორედ დაჭერილი წამებია…

ყველას ჩვენი ოცნებები გვაქვს, მერე ამ ოცნების გარშემო ვტრიალებთ, ვცდილობთ ფრთები შევასახათ ხარ გამოგვდის ხან არა. ჩემი ოცნება პარიზში მოხვედრა არასდროს ყოფილა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არც ეიფელის ხელში დაჭერის სურვილი მქონია…

ეს ყველაფერი დაიწყო შემდგნაირად მე და  ჩემმა ორმა მეგობარმა ბერლინში მოგზაურობა გადავწყვიტეთ და იქვე პარიზიც “ჩავაკვეხეთ” სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით…. “ჩაკვეხებულმა” პარიზმა იმაზე დიდ მოლოდინს გადააჭარბა ვიდრე წარმოვიდგენდი.

პარიზი ის ქალაქია, რომელსაც ვერ ამოწურავ თავის შესაძლებლობით, მითუმეტეს თუ სამი დღით მოხვდებით ხომ საერთოდ… ბერლინიდან მივფრინავდით აი იმ ცნობილი რეისით სადაც აწ უკვე პრეზიდენტი მაკრონი ჩვენთან ერთად მგზავრობდა  თვითმფრინავით, გაფრენამდე 20 წუთით ადრე გავიგეთ, რომ პარიზში დაჯავშნილმა სასტუმრომ ჩვენი ბარათი არ მიიღო და მოკლედ ეს ნიშნავდა, რომ ვრჩებოდით გარეთ, ტელეფონიც დამიჯდა…შევიკარით უსაფრთხოების ღვედი,ჩემს მეგობარს ხელი ჩავკიდე ( ეს ჩემი ტრადიციაა გაფრენამდე ხელი უნდა ჩავკიდო ვინმეს)და სულ რაღაც საათ ნახევარში დავფრინდით პარიზის მიწაზე.
მივედით სასტუმროში იმ იმედით რომ შეგვიშვებდნენ, ვიხვეწეთ მაგრამ ამაოდ.. დავრჩით შუაგულ პარიზში მონტმარტზე ბარგით.
ტირილი მინდოდა, მგონი ვიტირე ზუსტად არ მახსოვს, დავდიოდით და ყველგან ყველაფერი დაკავებული იყო,

მაგრამ როგორც ჩანს პარიზი არ გაგწირავს…რომ არა ერთი ბუზღუნა მოხუცი რომელმაც შეგვამჩნია, როდესაც მის სასტუმროს ჩავუარეთ იმ გადაწურული იმედით რომ ადგილი არ ექნებოდა..მაგრამ ჰოი საოცრებავ თურმე ერთი ოთახი ზუსტად ჩვენ გვიცდიდა… ბევრი იწუწუნა ბოლოს მაინც დავითანხმეთ და კარგი ბრექფესთიანი სასტუმროც გვერგო.
ჩემი სამ დღიანი პარიზი ძალიან ცოტა აღმოჩნდა, მაგრამ ამ სამ დღეში ვიგრძენი, რომ პარიზი ის ქალაქია, რომელიც არ მიგატოვებს, სულს და გულს აგიფორიაქებს, კრუასანებით, ყავით, ღვინით, კუთხის კაფეებით თავბრუს დაგახვევს და უბრალოდ იტყვი, რომ პარიზი ვერასდროს მოიცლის.

პარიზიდან დაბრუნების შემდეგ მოგონებები სამი დღის ფონზე ბევრი შემომრჩა, რომელიც ჩემს ჯადოსნურ ყუთში მოთავსდა იმ ყუთში სადაც ყველა მოგზაურობის დროს შეგორვებული, ჩეკებია, ბილეთები, მეტროს, ტრამვაის, თვითმფრინავის მოკლედ ყველა წვრილმანი და დეტალი რაც გვაბრუნებს წარსულში ჩვენს მოგზაურობაში. ეს ჯადოსნური ყუთი პერიოდულად იხსნება, სადაც ბევრი ტკბილი და საინეტრესო მოგონება მეშლება.