ხერთვისის ციხე ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

  • Home
  • მთავარი
  • ხერთვისის ციხე ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი  დაასრულა.

პროექტი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო და საერთო ღირებულებამ 1,7 მლნ ლარი შეადგინა.

შესრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერეს.

პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი, მოსაცდელი და საპირფარეშო. ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.

,,ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ადრე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამოსვლა. ახლა, გარდა იმისა, რომ  ობიექტი ტურისტულად მიმზიდველი გახდა, განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს რეგიონს მოახდინოს შემოსავლების გენერირება“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ლოკაციები დაათვალიერეს. მინისტრების ტურნეს მიზანი – რეგიონებში არსებული შესაძლებლობების ათვისება, ტურისტულ ცენტრებთან თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა, ისტორიული ადგილების გაცოცხლება და დაცულ ტერიტორიებზე ისეთი ნოვაციების დანერგვა იყო, რაც დამსვენებელთა რაოდენობას გაზრდის.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

  •  
  •