ხართ თუ არა მოგზაურობაზე დამოკიდებული?!

მოგზაურობა ეს არის “გადაადგილება ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მეორეზე, ფეხით ველოსიპედით, ავტომობილით, თვითმფრინავით, გემით, მატარებლით, ავტობუსით და კიდევ სხვა უამრავი სატრანსპორტო საშუალებით, ბარგით ან ბარგის გარეშე”. ასეთია მოგზაურობის ლექსიკონური განმარტება, მაგრამ ის ხომ ამ განმარტებაზე ბევრად მეტს მოიცავს?!

მოგზაურობა იმაზე მეტია, ვიდრე ქვეყნების სახელებისა და პასპორტში ჩამოწიკწიკებული ბეჭდების დაგროვება. მოგზაურობა ეს არის სამყაროს, კულტურისა და ხალხის აღმოჩენა, რომელიც ჩვენს გარშემო უკვე საუკუნეებია ცხოვრობს და ვითარდება. სიტყვის “მოგზაურობა” წარმოშობა დაკავშირებულია ისტორიაში დაკარგულთან. ასე რომ, მიეცით თქვენს თავს უფლება დაიკარგოთ ისტორიაში, რატომაც არა?!

მე თუ მკითხავთ, მოგზაურობა ნარკოტიკივითაა, ერთხელ თუ გაუგე გემო, შემდეგ ძნელია დაანებო თავი. რაც უფრო მეტს მოგზაურობ, მით უფრო მეტად ხდები მასზე დამოკიდებული და ასე გრძელდება ცხოვრების ბოლომდე.

ახლა კი ვნახოთ, რამდენად ღრმად ხართ ამ “მორევში” ჩაძირული?

თუ:

  • თქვენი სია – “უნდა წავიდე”, 3 გვერდზე მეტია
  • იმ ადგილების შესახებ ფიქრიც კი, სადაც არ ხართ ნამყოფი, აღგაფრთოვანებთ
  • მაშინაც კი, როდესაც არ მოგზაურობთ, ამაზე ფანტაზიორობთ
  • როცა გზაში ხართ, თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე
  • ერთსა და იმავე ადგილას, 1 კვირაზე მეტ ხანს ვერ ჩერდებით
  • მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მოგზაურობაში ხართ, უკვე დაწყებული გაქვთ შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვა
  • სახლში გაღვიძება უცნაურ შეგრძნებებთანაა დაკავშრებული
  • ფილმები, წიგნები, მუსიკა – ყველაფერი აღვიძებს თქვენში მოგზაურობის სურვილს
  • თქვენი სამუშაო მაგიდა სავსეა მოგზაურობის ღია ბარათებითა და პატარა სუვენირებით
  • მნიშნვნელობა არ აქვს რამდენად ხართ დაღლილი, სამოგზაურო ჩანთის დანახვა ყველაფერს გავიწყებთ
  • ყოველი დღე ახალ-ახალი სამოგზაურო დანიშნულებების იდებითაა სავსე
  • თავისუფლად შეგიძლიათ მისცეთ რჩევები ტურისტებს თქვენი ქვეყნის შესახებ და არა მხოლოდ
  • მუშაობთ იმ მიზნით, რომ დააფინანსოთ საკუთარი მოგზაურობა
  • ჩანთას რამდენიმე წუთში აბარგებთ
  • თქვენი გარდერობი სავსეა კომფორტული ტანისამოსით, განსაკუთრებით კი კომფორტული ფეხსაცმლით
  • ხმაურიანი და გადატვირთული ქალაქი დეპრესიას იწვევს თქვენში
  • თქვენი მშობლები ფიქრობენ, რომ არ ხართ ნორმალური
  • ფიქრობთ, რომ მანქანა მხოლოდ მოგზაურობისთვისაა გამოგონებული

გამარჯობა, მე მარიამი ვარ და მე მოგზაურობაზე დამოკიდებული ვარ. თქვენ?

Tags: