ცხოვრების მიზანი

  • 29/08/2018
  • Home
  • ცხოვრების მიზანი

ყველა ადამიანს გააჩნია ცხოვრების მიზანი, რომლის მისაღწევადაც იბრძვის, არ იშურებს ენერგიას და უმკლავდება სირთულეებს. სწორედ ასე, ჩემი ცხოვრების მიზანი გახლავთ მოგზაურობა.  დედამიწა მზის სისტემის რიგით მესამე პლანეტაა, სადაც არსებობს სიცოცხლე და ამ სიცოცხლესთან ერთად უამრავი ისეთი ადგილი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ალამაზებს. საკუთარი ქვეყანა ალბათ ყველას უყვარს, ადამიანები სწორედ საკუთარი ქვეყნის აღმატებული კონტექსტიდან გამომდინარე აფასებენ სხვა ქვეყნებს და სწორედ ასე ახდენენ მათ კლასიფიკაციას, “ოკეანის მიღმა შენს ქვეყანაზე უფრო მეტს იგებ, ვიდრე იმ ქვეყანაზე, სადაც მოგზაურობ”. ზოგიერთს  შვედური მშვიდი ცხოვრება მოსწონს, ზოგს კი სიცოცხლით აღსავსე, როგორც ამერიკულია. ახლა მინდა ჩემს სამშობლოზე გესაუბროთ, რომელსაც საქართველო ჰქვია. სიტყვა “საქართველო” და ალბათ ყველა ტურისტის თვალში მაღალი მთები, ლამაზი ბუნება და სიმწვანე ჩნდება. რთულია ამ ცხოვრებიდან წასვლა, ისე რომ არ ნახო შატილი, კაცხი, ვარძია, გრემი, უშგული, მცხეთა,ყაზბეგი, რაჭა, ბათუმი, თუშეთი…

ჩემი აზრით, უცხო ქვეყნების დათვალიერება მაშინ უნდა დაიწყო, როცა საკუთარ ქვეყანაში ყველაფერი ნანახი გექნება. სწორედ ეს წარმოადგენს ჩემი გეგმის ერთ-ერთ ნაწილს. მე არ მაინტერესებს ალპები, თუ ნამყოფი არ ვარ კავკასიონზე. არ მაინტერეებს ხმელთაშუა ზღვა, თუ არ მინახავს შავი ზღვა. მოგზაურობა ადამიანის  ცხოვრებას აძლევს აზრს. მოგზაურობა ადამიანისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სიყვარული, მეგობრები, ოჯახი და განათლება. “მოგზაურობა ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფულის ხარჯვით მდიდრდები: ცხოვრება გარდასული დღეები კი არ არის, არამედ ის დღეებია, რომლებიც დაგამახსოვრდა”. ჯერ კიდევ 15-ე საუკუნეში დაინტერესდნენ დედამიწის სხვადასხვა ადგილებით. ვინ აღმოაჩენდა ამერიკას, რომ არა ქრისტეფორე კოლუმბი, ვინ მიაღწევდა ჩინეთამდე, რომ არა მარკო პოლო? ვინ აითვისებდა ახალ მიწებს, რომ არა მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები? იცხოვრო ერთ ქვეყანაში ,იგივეა რაც გამოიკეტო ოთახში, არ გაინტერესებდეს რა ხდება გარეთ და  ვერ ხედავდე სინათლეს. ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ხიბლი, საიდუმლო, რომელიც უნდა ამოხსნა და ამით იამაყო.