ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა აზერბაიჯანში

  • Home
  • მთავარი
  • ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენა აზერბაიჯანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ბაქოში გამართულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერეს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო. 

ბაქოში AITF-2018-ის გამოფენაზე მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 230-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას ტურისტული ინდუსტრიის 4 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი, სასტუმროები Wyndham Batumi, Divan Batumi, Gino Wellness, Museum Hotel,Sheraton Grand, Marriott ბალნეოლოგიური ცენტრი Be Healthy.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს სტენდი დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანში ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ბაქოში გამართულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ დაათვალიერეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი. საქართველოს სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო. ბაქოში AITF-2018-ის გამოფენაზე მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 230-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას ტურისტული ინდუსტრიის 4 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრი, სასტუმროები Wyndham Batumi, Divan Batumi, Gino Wellness, Museum Hotel,Sheraton Grand, Marriott ბალნეოლოგიური ცენტრი Be Healthy.

Geplaatst door ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration op dinsdag 10 april 2018

 

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

  •  
  •  
Tags: