ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

  • 03/06/2018
  • Home
  • ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

საქართველოში პირველად, ახალ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება.
ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

„ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს და საქმიანობა მაღალ დონეზე შეასრულონ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებაზე. ასევე იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდა იმისათვის, რომ პარკის ადმინისტრაციამ დაკისრებულ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვას; დამატებით გვეყოლება რეინჯერები. ასევე გვინდა პატარა მუზეუმის გახსნა, რომელიც იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ იმ ბიომრავალფეროვნებას, რომლითაც ასეთი ამაყები ვართ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზბეგის ეროვნული პარკი არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო