ქალაქში მარტო დარჩენილი ბლოგერი

  • 30/07/2018
  • Home
  • ქალაქში მარტო დარჩენილი ბლოგერი

ჩემი გულიდან წერის სურვილმა და აზრების ფურცლებზე გადატანის საიდუმლომ, ნამდვილ მწერლობას დამაშორა.ვყიდულობ და გამომაქვს ბიბლიოთეკიდან წიგნები, გადავშლი პირველ ფურცელს და როგორც კი კითხვას ვიწყებ,მაშინათვე, ჩემი აზრების გადატანის სურვილი მიჩნდება..როგორი რთულია არა?დავრჩი გაუნათლებელი,ჩემი ნაწერების ამარა ვარ მხოლოდ.ჩავიწყობ ჩემს წიგნებს ჩანთაში და დავდივარ სამოგზაუროდ….როგორი ამპარტავანი ვარ,არა?მაგრამ მე უფრო სხვა რამეს დავარქმევდი ამ მდგომარეობას.საკუთარ სულს ვერ გავურბივარ,მას ვერ ვტოვებ ვერსად.ვცდილობ ჩემი აზრები დავტოვო მთელ სამყაროში.ხეების ფოთლებზე,ზღვის ნიჟარებში,თოლიების გაშლილ ფრთებში…რა სიგიჟეა არა? დღეს ღვთის განგებაზე ვფიქრობდი.იმაზე რომ თუ მთელი გალაქტიკა,მთელი ციური სხეულები, უფალმა შექმნა და ისინი კი, საოცარი სიზუსტით მოძრაობენ, ღმერთს არც ის გაუჭირდება, დაიფაროს თითოეული ჩვენთაგანი .ახლა ბიბლუსში ვარ.ვკითხულობ ანა ფრანკის დღიურებს პირველად და ვნატრობ, ჩამითრიოს,დამავიწყოს ჩემი სულის სამყარო.და რადგან ამის პარარელურად რომში მოგზაურობაზე ვოცნებობ,ერთ საიდუმლოსაც მივაგენი.ზეცაში მხოლოდ ზღვაზე და ზღვის ჩასვლაზე როდი ლაპარაკობენ,მათ მუდამ ახსოვთ რომის სილამაზე.

ქალაქში მხოლოდ ტურისტებს შეხვდებით.ძალიან მოსწონთ ქალაქში ფეხით სიარული და ძველი თბილისის დათვალიერებაზე გიჟდებიან.დღეს მეც მათთან ერთად, 5 წუთი ვიდექი ზებრაზე და ველოდებოდი „ჩვენს რიგს.“
მეც ტურისტივით ვარ.ფეხით დავდივარ ჩემს საყვარელ ქალაქში და ბედნიერი ვარ.ბედნიერება ყველაფერზე მთავარია.გუშინ ჯვარზე ვიყავი ასული.რუსულენოვან გიდს ავედევნე და ვტკბებოდი ჩვენი ისტორიის მოსმენით კვლავ.

***

 

-ექიმმა მითხრა,საგანგაშო არაფერია და არ მოვკვდები,არ მწყენია,უფრო მეტად გამიხარდა.სიცოცხლე მოგზაურობის გასაგრძელებლად აუცილებელი პირობაა.

„გუდ თრეველის „ ოფისში  მივდივარ,იტალიის ტურის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებ.რომი – ფლორენცია- ვენეცია ჩემი ოცნების ადგილებია.ალბათ ყველაზე დიდი ხნით ვენეციაში გავჩერდები.დავჯავშნი სასტურმოს და ყოველ საღამოს ნავით ვისურნებ.შთაბეჭდილებები იქნება საოცარი.

ძალიან მომეწონა „გუდ თრეველის „ოფისი.  ეს არის ადგილი,საიდანაც იწყება შენი მოგზაურობა. მოვიხიბლე გამორჩეულ სტილში შესრულებული ინტერიერით და პოზიტივით სავსე კვლავ ქალაქის დათვალიერებას შევუდექი.

 

ტაბიძეზე „რედ ბარში“ ყავას ვუკვეთავ და ვაგრძელებ წერას.იცით რატომ მოსწონთ ადამიანებს პარფიუმი? ის გვეხმარება გადმოვცეთ ჩვენი სულის სიფაქიზე.ადამიანის სული მშვენიერია, მაგრამ არ ჩანს.პარფიუმის საშუალებით კი, ჩვენი სულის სილამაზეს ესმება  ხაზი.თითქოს შინაგანი პეპლები ამოფარფატდებიან გულიდან, რომლებთაც ცისფერი და ოქროსფერი ფერებით აქვს მხრები სავსე. პარფიუმის საშუალებით ჩვენს სულს  ვაცნობთ ერთმანეთს.

***

შეგიძლიათ გულწრფელად მითხრათ,რას გრძნობთ, როდესაც ძვირადღირებულ ბუტიკებში შედიხართ და სამოსს ათვალიერებთ?მე მეჩვენება რომ თითქოს სახეზე მაწერია,რომ ბრენდული სამოსის შეძენის საშუალება არ მაქვს და რომ კონსულტანტს,რომელიც ,როგორც მე, ჩვეულებრივი ადამიანია ამის შესახებ ძალიან ნათელი წარმოდგენა აქვს,მაგრამ მოთმინებით დამყვება უკან.ბოდიშს ათასჯერ ვიხდი ,რომ შევაწუხე და თუ ის კარს თავაზიანად მიღებს,  სახეზე ცეცხლის ალი მეკიდება.

იმისათვის რომ ბრენდული სამოსი ვატაროთ  და მოხდენილად დავდიოდეთ ქუჩებში,ჩვენ მდიდარ ადამიანად უნდა დავიბადოთ. მე თუ მკითხავთ, საერთოდ  რაში გვჭირდება მდიდრული სამოსი, თუმცა ვინ იცის  იქნებ გვჭირდება კიდეც.

დღეს დილით ჩემს აივანზე ყვავილი აყვავდა,რომელიც მხოლოდ ერთი დღით ყვავის,ამიტომ მინდა ძალიან ადრე მივიდე სახლში,რომ ყვავილის სილამაზით დავტკბე.ეს ყველაფერი ძალიან ადამიანურია.

სანამ წერას შევუდგებოდი გზა და გზა ვიმახსოვრებდი ჩემს აზრებს,რომლებიც ფურცლებზე მინდოდა გადამეტანა,უმეტესი მათგანი დამავიწყდა.ჩემი აზრები ჰაერში გაიფანტნენ.ისინი ყველა სხვა აზრზე უფრო მნიშვნელოვან აზრებად მივიჩნიე.

უამრავ უცხოელ ტურისტს შეხვდებით ქალაქში.დედამიწა მართლაც საოცარი ადგილია,მაგრამ თუ მეტყოდნენ რომ დგება კაცობრიობის აღსასრული და თან მხოლოდ ერთი წიგნის წაღების უფლება მაქვს,მე  საკუთარ სულს ავირჩევდი.

 

***

ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ტაბიძის ქუჩა თავისუფლებაზე.აქ განთავსებულია სასტუმროები და კაფეები.ულამაზესია კაფე „დოლჩე მანია“,რომელიც ჩაფლულია ყვავილებში და სადაც არ წყდება ტურისტების ნაკადი.შევუკვეთე ფინჯანი ყავა და ფრანგული ტარტი,ჩემი მოგზაურობის კადრებმა გამირბინეს თვალწინ.ნოსტალგია შემომაწვა.ადამიანი როდესაც მოგზაურობს თავისუფლებით ივსება,თუნდაც გამოგონილი იყოს ეს თავისუფლება მისთვის…