ფოტო-გამოფენა ფიროსმანის სახ-მუზეუმში

  • 30/05/2018
  • Home
  • ფოტო-გამოფენა ფიროსმანის სახ-მუზეუმში

25 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო სახლ-მუზეუმი ხარების დედათა მონასტერის (რუის-ურბნისის ეპარქია) მხატვრული ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.

ექსპოზიციის კვირეული თბილისში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადგომითა და უშუალო ხელშეწყობით წარიმართება.
საგამოფენო სივრცე თვითნასწავლი მხატვრის იღუმენია ბარბარეს (გეგიძე) ფერწერულ ნამუშევრებს დაეთმობა.

მისამართი – ფიროსმანის ქ. 29

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა