უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში

  • 04/02/2018
  • Home
  • უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში

ბრიტანული საინფორმაციო გამოცემა The independent აქვეყნებს სტატიას საქართველოს, კერძოდ კი უშგულის შესახებ სათაურით – “უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში”.

“ამ დროისთვის, საქართველო ყველას ფიქრებშია” – ასე იწყება სტატია, სადაც ავტორი ნიკ რედმეინი თავდაპირველად თბილისზე საუბრობს. აქ მოხვედრა საკმაოდ ადვილია. პირდაპირი ავია რეისები, რომლებიც თბილისის და ბოლო დროს უკვე ქუთაისის მიმართულებითაცაა შესაძლებელი, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველა აქ მიემგზავრება.

ერთადერთი ადგილი, სადაც ბევრი არ მიემგზავრება უშგულია. ეს არის ქვეყნის ჩრდილოეთით, შორეულ მთებში მდებარე, ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლება.

სვანეთში, რომელიც ზამთრის პერიოდში 6 თვის განმავლობაში, იზოლირებული იყო და აქ არ მოქმედებდა არც კანონი, ხდებოდა მხოლოდ სისხლიანი გარჩევები, 2000 წლის შემდეგ მდგომარეობა თანდათან შეიცვალდა და უსაფრთხოებაც აღდგა.

ოდესღაც ქვეყნის ყველაზე საშიში გზა მესტიამდე, ამჟამად მოდერნიზებულია. ასევე საჰაერო რეისებითაც არის შესაძლებელი აქ მოხვედრა,  ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ასვევე აღწერიალია სვანეთს ერთ-ერთი უძველესი სოფელი ჟიბიანი, თავისი უძველესი სვანური თავდაცვითი კოშკებით, ვიწრო ლამაზი ბილიკებითა და ხედებით.

Photo credit: Nick Redmayne

ავტორი სტატიაში მოიხსენიებს ადგილობრივ მცხოვრებ მარეხი ნიჟარაძეს, რომელსაც უშგულში საოჯახო სასტუმრო აქვს. მისი თქმით, სოფელში მხოლოდ 50 ადამიანი იყო დარჩენილი და ყველა გაქცევას ცდილობდა. ტურიზმმა კი სოფლიდან წასული მოსახლეობის ნაწილი ისევ უკან დააბრუნა.

სტატიაში ასევე ნახსენებია უშგულის ლამარია — IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც მდებარეობს გორაზე და გადმოჰყურებს სოფელ ჟიბიანს, უკან კი ულამაზესი მწვერვალი შხარა აკრავს ფონად.

ამას გარდა, ჟურნალისტი მკითხველს აცნობს ადგილობრივ მხატვარ ფრიდონ ნიჟარაძესაც.

Photo credit: Nick Redmayne

სტატიის ავტორი  აღნიშნავს, რომ სოფელი უშგული მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა დატოვა, თუმცა ახალმა ავიარეისებმა, რომლებსაც ტურისტები მოჰყავს, უშგულს ახალი სიცოცხლე შესძინა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ქუთაისში გამგზავრება პირდაპირი რეისით არის შესაძლებელი.

წყარო: The Independent