უკრაინელი ტურ-ოპერატორები საქართველოში

  • 23/04/2019
  • Home
  • უკრაინელი ტურ-ოპერატორები საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტუროპერატორის “Pan Ukraine”-ს თანამონაწილეობით საქართველოში უკრაინიდან გაცნობითი ტური მოეწყო, სადაც უკრაინის სხვადასხვა ქალაქის ტურისტული კომპანიების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

9 დღიანი ინფო-ტურის განმავლობაში უკრაინელმა სტუმრებმა თბილისი მცხეთა, სტეფანწმინდა, გორი, უფლისციხე, ვარძია, ახალციხე, წყალტუბო, ქუთაისი და ბათუმი მოინახულეს.

თბილისსა და ქუთაისში უკრაინელი ტურ-ოპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადების შესახებ ისაუბრეს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია