ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა

  • 21/03/2019
  • Home
  • ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა

ექსპოჯორჯიაში 3-5 მაისს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

გარე ტერიტორიზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, სადაც სტუმრებს დახვდებათ საქართველოს ყველა მხარის სტენდი და კუთხეების წარმომადგენლები მათთვის დამახასიათებელ ნაწარმსა და კერძებს შესთავაზებენ დამთვალიერებლებს.

გამოფენაზე შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ: როგორ ააწყოთ ტური, იმოგზაუროთ იაფად, როგორ მიიღოთ ინფორმაცია ახალი მიმართულებების შესახებ და ა.შ.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვინც აპირებს ტურიზმისა და მომსახურების სფეროში საქმის წამოწყებას ან უკვე არის მცირე ან საშუალო სასტუმროს, რესტორნის ან ტურისტული კომპანიის მფლობელი.

წყარო: Georgian Tourism Fair