ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდებათ

  • 30/01/2018
  • Home
  • ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს საერთაშორისო ექსპერტი ტრენინგს ჩაუტარებს.
►5 დღიანი გადამზადების კურსი საქართველოში USAID-ის პროექტის „Zrda“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება.
►ტრენინგთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე
USAID-ის პროექტის ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელს ბრაიან კინგს და ესპანელ ექსპერტს კარმენ ალტესს შეხვდა.
►USAID-ის პროექტის „ზრდა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა საქართველოში არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრების საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციები, შემუშავდა საინფორმაციო ცენტრების ქსელის განვითარების გეგმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
►საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდა“ მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია