ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰოლანდიის რეიტინგულ რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს

  • 02/08/2019
  • Home
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰოლანდიის რეიტინგულ რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.

“Holland’s Next Top Model” მორიგ მე-12 სეზონის სამ 45 წუთიან ეპიზოდს საქართველოში გადაიღებს. 50 კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმყოფება.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალთან ერთად მოხდება ქართული მოდის პოპულარიზაცია. საქართველოს შესახებ 6 გვერდიანი სტატია გამოქვეყნდება ჟურნალში „ELLE“-ში.

შოუ 12 წელია არსებობს და ბენილუქსის ქვეყნებში უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობს. თითოეულ ეპიზოდს 1 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

გადაცემის წამყვანია ცნობილი მოდის ექსპერტი და ვლოგერი ანა ნოშინი, კონკურსანტებს შეაფასებს America’s Next Top Model-ის ჟიურის წევრი, მოდელი და ფოტოგრაფი ნაიჯელ ბარკერი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გასულს წელს საქართველოს ჰოლანდიაში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს „Wie Is De Mol“ (ვინ არის თხუნელა – „ჯაშუში“) გადამღები ჯგუფი ეწვია. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა.
ჰოლანდიის პოპულარული რეალითი შოუს ეპიზოდების საქართველოში ჩაწერა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ჰოლანდიის ტურისტულ ბაზარზე.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია