ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს

  • Home
  • მთავარი
  • ტურიზმის ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგებს აგრძელებს

შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს.

„სასტუმროს მომსახურების უნარ-ჩვევების“ შესახებ გადამზადების კურსი 15 ქალაქსა და დაბაში გაიმართა. (თბილისი, წყალტუბო, ბაღდათი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური, ონი, გორი, ოზურგეთი, თეთრიწყარო, მარნეული, თელავი, ბორჯომი, ყაზბეგი, თიანეთი. )

ტრენინგი განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალისათვის ჩატარდა. გადამზადების კურსი ჯამში ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულმა 240-მა ადამიანმა გაიარა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის ბოლომდე 2000-ზე მეტი კაცის გადამზადებას გეგმავს.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს სატრენინგო პროგრამას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გადავამზადეთ 240-მდე ადამიანი სრულიად უსასყიდლოდ. კონკრეტული ტრენინგი ეხება მომსახურების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. სწავლების მიზანია მომსახურების სფეროში ავამაღლოთ ხარისხის დონე და ხელი შევუწყოთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია