სრულიად მარტო სამოთხეში, შორს ცივილიზაციისგან – ბახმარო ჟურნალ Bergwelten-ის გვერდებზე

  • 06/02/2018
  • Home
  • სრულიად მარტო სამოთხეში, შორს ცივილიზაციისგან – ბახმარო ჟურნალ Bergwelten-ის გვერდებზე

გერმანული გამოცემა Bergwelten აქვეყნებს სტატიას საქართველოს, კერძოდ ბახმაროს შესახებ.

“კავკასიაში მდებარე ბახმარო, ქართველებისთვის საყვარელი საზაფხულო კურორტია, თუმცა ზამთარში იგი დაცარიელებულია და ტყე უზარმაზარ თოვლშია ჩაფლული.” ასე იწყება სტატია, სადაც მისი ავტორი ფლორიან ბირნკამერი იწყებს საკუთარი მოგზაურობის აღწერას ბახმაროსა და მის “სამოთხის მტვერში”.

Foto: Florian Birnkammer

იანვრის დასასრულია, ალპებში ცოტა თოვლია. სიახლეების დროა! მაგალითად გავეშუროთ ისეთი ადგილისკენ, სადაც არის თოვლი, ბუნება და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ამისათვის ვეწვიეთ საქართველოს.

სტატიის ავტორის თქმით ვეყნის 80 %-ზე მეტი მთებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს, იქ მოსახვედრად გერმანიიდან ან ავსტრიიდან, მხოლოდ 4 საათია საჭირო ფრენისთვის. ბახმაროს მთებში სრიალით მოხიბლული, ამ ადგილებს ადარებს ბავარიას და იაპონიას და აქვე აღნიშნავს: “რატომ უნდა გაემგზავრო მაგალითად იაპონიში, ასე შორს, როდესაც საუკეთესო ადგილები ასე ახლოსაა. ბახმარო ნარკოტიკივითაა, ჩვენ დაავადებულები ვართ მისით.”

Foto: Corinna Frey

სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მდიდარი ისტორია, აქვს საკუთარი ენა, დამწერლობა და გასაოცარი კულტურა, რითიც ქართველები ძალიან ამაყობენ.

ფლორიან ბირნკამერი განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებს ქართულ სამზარეულოს, სტუმართმოყვარე მასპინძლებს და წერს: “მადლობა საქართველო! ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ამ სამოთხეში”.

 

Foto: Dirk Wagener

Foto: Corinna Frey

 

Foto: Dirk Wagener

Foto: Dirk Wagener

Foto: Dirk Wagener

სტატიის ბოლოს ავტორი მკითხველს სთავაზობს მოკლე ინფორმაციას ბახმაროს შესახებ და იძლევა სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს.

წყარო: bergwelten.com