სპექტაკლი რომელიც ტურისტებს საქართველოს გააცნობს – WELCOME TO GEORGIA – THE MUSICAL

  • 06/06/2018
  • Home
  • სპექტაკლი რომელიც ტურისტებს საქართველოს გააცნობს – WELCOME TO GEORGIA – THE MUSICAL

მუსიკისა და დრამის თეატრში სპეციალურად ტურისტებისთვის ქართული კულტურის გასაცნობად სპექტაკლი „welcome To Georgia“ გაიმართება.

მუსიკალური სპექტაკლი რომანტიული ჟანრის კომედიაა. იგი ინგლისურ ენაზეა და მთავარი მიზანი საქართველოსა და ქართველების შესახებ ინფორმაციის მიღებაა.

მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებსა და მოისმენს პოლიფონიურ და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით. ასევე, გაიგებს საინტერესო ფაქტებს საქართველოზე და მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის, ყოფის, ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.

სპექტაკლში 18 მსახიობი შეასრულებს 20-მდე სასიმღერო და საცეკვაო ნომერს.

დიალოგების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა, ქართული ტექსტის შემთხვევაში, მაყურებელი ინგლისურ ტიტრებს იხილავს.

სპექტაკლის დაწყებამდე და ანტრაქტის დროს სტუმრები ქართულ ღვინოს დააგემოვნებენ.

ბილეთის ფასი 50, 60, 70, და 80 ლარია

წყარო: Welcome To Georgia – The Musical