სიღნაღში ტურისტული რუკები განახლდა

ქალაქ სიღნაღში ტურისტული სეზონი კვლავ აქტიურ ფაზაშია.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2018 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე ტურისტების რაოდენობა გასული რამდენიმე წლის სტატისტიკას აჭარბებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში ტურისტული რუკები განახლდა. ასევე, ქალაქში გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამავე წელს დენდროლოგიური პარკის და მასთან მისასვლელი ბილიკის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდა.

ღნიშნულ სამუშაოებზე 370 844 ლარი დაიხარჯება.

ფოტო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი

ფოტო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი

წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი

  •  
  •