საქმიანი ტურიზმის გამოფენას 100-მდე უცხოური კომპანია დაესწრო

  • 06/06/2018
  • Home
  • საქმიანი ტურიზმის გამოფენას 100-მდე უცხოური კომპანია დაესწრო

თბილისში საქმიანი ტურიზმის მასშტაბური გამოფენა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ინიციატივით, “B2B Roadshow”-ს ფორმატის ფარგლებში” IMG MICE Geography Show” საქართველოში მოეწყო.

ღონისძიებაზე ექსპონანტ ქვეყნებად წარმოდგენილები იყვნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე “დსთ”-ს სხვა სახელმწიფოები. B2B Roadshow”-ს ფორმატის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი 100-მდე უცხოური კომპანია. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოში “IMG MICE Geography Show”-ს ჩატარების მიზანია საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი გახდეს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია