საქართველო “The Sunday Times”-ის გვერდებზე

“საქართველო მსოფლიოს ყველაზე მეგობრული ქვეყანაა?” ამ სათაურით ვხვდებით საქართველოს შესახებ სტატიას ბრიტანულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გაზეთის გვერდებზე.

სტატიის ავტორია ჯეიმს სტრაჩანი, რომელმაც საქართველოში პირველად იმოგზაურა და საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ წერს.

იგი თავის მკითხველს აცნობს საქართველოს კულტურას, ცხოვრების სტილს და სამზარეულოს, რომლის შესახებაც აღფრთოვანებას ვერ მალავს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ქართველებს სიცოცხლისადმი საკმაოდ მშვიდი დამოკიდებულება აქვთ. მათ ძალიან უყვართ დალევა, პოეზია და დღესასწაულები.

ჯეიმს სტრაჩანი სტატიის დასასრულს ამბობს, რომ საქართველო ეს ის ქვეყანაა, რომელიც საკუთარ სახლში გაგრძნობინებს თავს.

იხილეთ სტატიის ორიგინალი აქ: The Sunday Times

 

  •  
  •