საქართველო “Dispatches Europe” სტატიაში 2018 წლის საუკეთესო დანიშნულებებს შორის პირველ ადგილზეა

  • 31/01/2018
  • Home
  • საქართველო “Dispatches Europe” სტატიაში 2018 წლის საუკეთესო დანიშნულებებს შორის პირველ ადგილზეა

მედია კომპანია Dispatches Europe აქვეყნებს სტატიას, სადაც იგი თავის მკითხველს ურჩევს 2018 წლის 10 საუკეთესო ტურისტულ დანიშნულებას, საქართველო კი მათ შორის პირველ ადგილზეა.

Dispatches Europe არის ინფორმაციული, გასართობი და ახალი ამბების საკმაოდ პოპულარული პლათფორმა ევროპაში.

საქართველო ერთ-ერთი ადგილია ევროპაში, სადაც შეგილია მიიღო ნამდვილი ეგზოტიკური გამოცდილება. სტატიის ავტორს არ ავიწყდება საქართველოს შეუდარებელი სამზარეულო და ქვეყნის ერთ-ერთ მაცდუნებელ თვისებად სამზარეულოს, კერძოდ კი ქართულ პიცას, ანუ ხაჭაპურს და ნიგვზიან კერძებს ასახელებს.

სტატიის ავტორი საქართველოში საუკეთესო დანიშნულებად მესტიას ასახელებს. იგი წერს, რომ “მესტია – ეს არის ნამდვილი საქართველო, რომელიც თბილისიდან 200 კილომეტის დაშორებით, რუსეთის საზღვართან მდებარეობს.”

პორტუგალიის, ხორვატიისა და სხვა “ცხელი წერტილებისგან” განსხვავებით, საქართველო ჯერ კიდევ ყველაზე აღმოუჩენელ ადგილად რჩება ევროპელებისა და ამერილელებისთვის, აღნიშავს სტატიის ავტორი.

საქართველოსთან ერთად 2018 წლის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ დანიშნულებებს შორის მოხვდნენ სლოვენია, მადეირა, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, მალტა, სომხეთი, მონტენეგრო და კვიპროსი.

წყარო: Dispatches Europe