საქართველო Bloomberg-ის მიერ დასახელებულ 2018 წლის საუკეთესო მიმართულებებს შორის

  • 04/01/2018
  • Home
  • საქართველო Bloomberg-ის მიერ დასახელებულ 2018 წლის საუკეთესო მიმართულებებს შორის

2017 წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო მსფოლიო პოპულარობის მხრივ. (იხილეთ სტატია “2017 წლის საქართველოს საერთაშორისო წარმატებები”).

საქართველო არაერთხელ დასახელდა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მიერ 2018 წელს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის. ტენდენციას რა თქმა უნდა არც წელს ჩამორჩება და 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ ქვეყნებს შორის, კვლავ საპატიო ადგილს იკავებს. ამჯერად საქართველო Bloomberg-ის მიერ დასახელებულ 2018 წლის საუკეთესო მიმართულებებს შორის მოხვდა.

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში “სად წავიდეთ 2018 წელს”, ამ წლის მოგზაურობისთვის ყველაზე რეიტინგული  22 ქვეყანაა დასახელებული და მათ შორის, რა თქმა უნდა საქართველოცაა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს დედაქალაქი თბილისი, დაარსებიდან თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ დაანგრიეს და აღადგინეს, ასე რომ არაა გასაკვირი, როდესაც მას თავისი სულიერი სიძლიერისა და კრეატიული ენერგიის გამო, ხშირად ბერლინსაც ადარებენ. ასევე სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს კულტურაზე დიდი გავლენა, როგორც სპარსეთის იმპერიამ, ისე საბჭოთა კავშირმა მოახდინა.

სტატიაში განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმული საქართველოს სამზარეულოს, რომელიც მისი მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ქართულ ღვინოს 8 000 წლიანი ისტორია გააჩნია.

სტატია მკითხველს სთავაზობს საქართველოში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდებს.  სტატიის ავტორის თქმით ივლისი და აგვისტო ცხელი თვეებია და ასევე საკმაოდ ცივა ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. ასე რომ, ტურისტებს ურჩევენ საქართველოს ესტუმრონ გაზაფხულზე (აპრილი-ივნისი) და შემოდგომით (სექტემბერი-ოქტომბერი).

გთავაზობთ Bloomberg-ის მიერ დასახელებულ 2018 წლის ყველაზე საუკეთესო 22 ტურისტული მიმართულების სიას:

  1. ბრაზილია
  2. სენტ-კიტსი
  3. პატაგონია
  4. ბორნეო
  5. იორდანია
  6. დანდი, შოტლანდია
  7. საქართველო
  8. კამბოჯა
  9. აბუ-დაბი
  10. ნამიბია
  11. სინგაპური
  12. სლოვენია
  13. ლოს-ანგელესი
  14. ფლორენცია
  15. ფიჯი
  16. სამხრეთ კორეა
  17. ვაშინგტონი
  18. მექსიკა
  19. ნიუ ორლეანი
  20. სამხრეთ ტანზანია
  21. კოპენჰაგენი
  22. ტუნისი

წყარო: Bloomberg