საქართველო 2018 წელს მოსანახულებელ ადგილთა სიაში

  • 30/12/2017
  • Home
  • საქართველო 2018 წელს მოსანახულებელ ადგილთა სიაში

საქართველო 2018 წელს მოსანახულებელ ადგილთა სიაში კვლავ მოხვდა. ამჯერად Financial Times-მა საქართველო 2018 წლის 8 ალტერნატიულ სამოგზაურო მიმართულებას შორის დაასახელა.

სტატიის ავტორის თქმით ახალი ავიარეისების დანიშვნის შემდეგ ევროპიდან საქართველოში მოგზაურობა გაადვილდა.

ასევე სტატიის ავტორი მოიხსენიებს საქართველოს, როგორც იდეალურ ადგილს მოგზაურობისთვის. სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მდიდარი კულტურა და ისტორია, 8 000 წლიანი მეღვინეობის ისტორია, შესანიშნავი სამზარეულო და თვალწარმტაცი ბუნება.

Financial Times -ის მიერ დასახელებული 8 მიმართულების სია კი ასე გამოიყურება:

  1. პაკისტანი
  2. ზიმბაბვე
  3. წმინდა ელენეს კუნძული
  4. საუდის არაბეთი
  5. სეიშელის კუნძულები
  6. საქართველო
  7. კანადა
  8. ბოლივია

წყარო: Financial Times