საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 4 486 595 შეადგინა, რაც 659 454-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +17.2%).

წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში 2,8 მილიარდ დოლარს შეადგენს (ზრდა +19.9%), რაც 468 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა:
• რუსეთიდან 1,341,127 (+23.8%);
• აზერბაიჯანიდან 1,311,907 (+9.8%);
• სომხეთიდან 1,162,220 (+0.3%);
• თურქეთიდან 1,031,147 (+11.6%).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:
• ესტონეთი +82%;
• რუმინეთი +63%;
• სლოვაკეთი +62%;
• ნიდერლანდები +58%;
• გერმანია +50%;
• ლატვია +47%;
• ჩეხეთი +44%;
• საფრანგეთი +36%;
• გაერთიანებული სამეფო +32%;
• სხვ.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:
• კორეის რესპუბლიკა +117%;
• ჩინეთი +80%;
• ბელარუსი +43%;
• ისრაელი 33%;
• ყაზახეთი +24%;
• აშშ +24%.

  1. 2018 წლის იანვარი-ნოემბერი თვის მონაცემებით საქართველოში 8.105.829 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.6%-ია.

წყარო: საქართველოს მთავრობა

  •  
  •