საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაიზარდა

2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 78 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 11%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 184,1 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19% შეადგინა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:
• რუსეთი (48 587 707);
• უკრაინა (9 525 172);
• ჩინეთი (6 275 909);
• ყაზახეთი (3 396 452);
• პოლონეთი (3 026 652).

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:
• დიდი ბრიტანეთი – 34% (103 724);
• იაპონია – 30% (201 275 ბოთლი);
• პოლონეთი – 27% (3 026 652);
• აშშ – 3% (456 376).

ექსპორტი გაზრდილია ევროპისა და ამერიკის მიმართულებით:
• რუმინეთი – 477% (99 774);
• ჩეხეთი – 69% (57 708);
• ნიდერლანდები – 41% (72 249);
• ლიეტუვა – 19% (439 980);
• საფრანგეთი – 15% (113 885);
• ესტონეთი – 11% (509 840);
• ლატვია – 10% (1 612 234);
• გერმანია – 9% (439 638);
• კანადა – 7% (173 538).

ექსპორტი გაზრდილია ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:
• თურქმენეთი – 102% (135 294);
• ყირგიზეთი – 34% (179 610);
• აზერბაიჯანი – 31% (146 256);
• მონღოლეთი – 27% (214 398);
• უკრაინა – 24% (9 525 172);
• ყაზახეთი – 10% (3 396 452);
• რუსეთი – 11% (48 587 707);
• სამხრეთ კორეა – 275% (68 124);
• სინგაპური 6700% – (40 800).

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 281 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს.

წყარო: საქართველოს მთავრობა

  •  
  •