საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში პრეზენტაცია გამართა

  • 18/07/2019
  • Home
  • საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში პრეზენტაცია გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში წამყვანი ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ქუვეითის ტურისტული სააგენტოების 60-ზე მეტი ტურ-ოპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვეციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 12 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

„საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ქუვეითში შეხვედრები გამართა. პრეზენტაციას საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების და ქუვეითის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრებზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ბიზნესურთიერთობები, იმ მიზნით, რომ საქართველოში გაიმართოს დიდი ზომის კონგრესები და ღონისძიებები. „ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ცნობადობის ამაღლების და ქუვეითიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით შეხვედრები B2B ფორმატის ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიება ქუვეითში ავიაკომპანია Myway Airlines-ს მხარდამჭერით მოეწყო. Myway Airlines პირდაპირ რეისებს ასრულებს თბილისიდან ქუვეითის მიმართულებით. 25 ივლისიდან კი ჩარტერული რეისები ბათუმიდან ქუვეითის მიმართულებითაც შესრულდება.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია