რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

  • 13/08/2019
  • Home
  • რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

2019 წელს სამუშაოები დაიწყო
➡რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე. დღეის მდგომარეობით, სამუშაოები მიმდინარეობს ორ მონაკვეთზე, ხოლო დარჩენილი ორი მონაკვეთიდან, პირველ მონაკვეთზე სატენდერო პროცედურები დასრულების ეტაპზეა. ორი თვის განმავლობაში, ხელშეკრულება გაფორმდება როგორც რიკოთის საუღელტეხილო გზის ყველა მონაკვეთზე, ასევე
➡ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი გზისა და ცხრა კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაზეც.

ამასთან, 2019 წლის პირველ ნახევარში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში უპრეცედენტო მოცულობის თანხა – დახლოებით 398 მილიონი ლარი დაიხარჯა, როცა გასულ წელს ამავე პერიოდში 292 მილიონამდე იყო დახარჯული. შესაბამისად,

➡წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 36.4 პროცენტით მეტი თანხაა დახარჯული.
➡მიმდინარე წლის ბოლომდე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 550 კმ გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.
➡ექვსი თვის განმავლობაში, რეაბილიტირდა 200 კმ-მდე გზა და განხორციელდა 10 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
➡რეაბილიტირდა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი-თონეთის 26 კმ-იანი და ჭრბალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 25.8 კმ-იანი გზა.
➡რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა.
➡სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იან და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იან გზებზეც.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება და 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 350 კმ-გზის რეაბილიტაციის დასრულება.

წყარო: ქართული ოცნება