რა არის სვანეთი თუ არა უშგული?

  • 01/08/2018
  • Home
  • რა არის სვანეთი თუ არა უშგული?

….ზღვის სეზონი იწურებოდა…მზე ნელ-ნელა კარგავდა ძალას და შემოდგომას გზას უთმობდა. სიმართლე გითხრათ, უკვე მობეზრებული მქონდა ზღვისა და მზის ჭიდილი, უჰაერობა და ქალაქის ასფალტის მტვერი. ცოტაც და დეპრესია შემიპყრობდა. …ჰოდა, სულზე მომისწრო მეგობრების იდეამ სვანეთის მონახულების შესახებ. .. უნდა ვაღიარო, უაღრესად კლდევამოსილი ეს კუთხე ნანახი არ მქონდა და საოცარი ხალისი და სილაღე დამიბრუნდა. ღამით თვალიც კი ვერ მოვხუჭე, ათასნაირად წარმოვიდგენდი ჯერ კიდე სანახავად გამზადებულ სვანეთს და სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა..

…შემოდგომა..აი, რატომ მიყვარს ეს დრო. იმ დღიდან, როდესაც სვანეთი ვიხილე შემოდგომა ჩემთვის მხოლოდ ამ ფერებთან ასოცირდება. მე, რომ მხატვარი ვყოფილიყავი, უკეთეს ფერთა პალიტრას ვერც ვინატრებდი.

.. პირველი სვანეთის ხილვა, ფერებით აღვიქვი. ხეები მხოლოდ, ყვითლად, ნარინჯისფრად, ოქროსფრად და ყავისფრად “გაეფერადებინათ”. ბუნების მხატვარმა ერთიანად გაიმეტა ყველა ფერი ამ კუთხისთვის. მსგავსი სილამაზე არსად მენახა. ვუცქერდი და ისეთი თბილი და შინაურული იყო ეს გარემო, რომ უამრავი მითი, სვანების შესახებ რაც აქამდე გამეგონა, წამებში დაიმსხვრა. ასეთი სილამაზის შემხედვარე სვანები ვერანაირად იქნებოდნენ პირქუშნი, მკაცრნი და გულზვიადები…

…მძღოლის შეკითხვაზე გვსურდა თუ არა უშგულის ნახვა უარყოფითი პასუხი არ გვქონია. მართალია, ა ვიცოდით რა და რატომ უნდა გვენახა, მაგრამ არც კი დავფიქრებულვართ სხვა პასუხზე და ცოტა არ იყოს გამაბრაზა კიდეც მძღოლის შეკითხვამ. თუმცა, გზადაგზა მივხვდი, თუ რატომ ეზარებოდა მრავალჯერ ნახულის ხელახლა ნახვა ჩვენს მძღოლს…

…სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, თუ როგორც არის…არადა აქ რა შუაში იყო და ჩმი აზრით, ის სახიფათო გზა, რომელიც შუა შემოდგომაზე გავიარეთ (..და კიდევ მრავალჯერ გავივლი, როგორც კი მომეცემა საშუალება), ნამდვილად ღირდა იმად, რაც ვიხილეთ.

… რა არის სვანეთი თუ არა უშგული. ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ ღმერთთან. თითქოს, უფალმა ეს ადგილი საკუთარი თავისთვის მოიწყო, ასე უფრო ახლოს იქნებოდა ცასთან და მიწასთან. წარმოდგენა, რომ ერთი ხელისგაწვდენაზე ვიყავი ღრუბლებთან არ მშორდებოდა და შიში და სიხარული ერთდროულად დამეუფლა. შიში იმისა, რომ ბუნების სასწაული მხილველი ვიყავი, სადაც მყინვარზე დაფარული თოვლით და სიცხისგან გათანგული მიწით ერთდროულად შეგეძლო დამტკბარიყავი. მთებს შორის მოქცეული, ნახევრად ჩამონგრეული სვანური კოშკები, კი ძველი დიდებული წარსულის ძეგლებზე მესაუბრებოდნენ, თვალწინ მიცოცხლდებოდა აბჯარ ასხმული და საომრად გამოსული სვანი მამაკაცები, რომელთა უკან მათ ჩოხას ამოფარებული ქალები და ბავშვები იდგნენ.

…უშგულის ცოცხალი და ღია მუზეუმები, სვანური კოშკები, რომლის ყველა ჭრილიდან ისტორია იმზირებოდა