რაჭის ფერი

  • 05/08/2018
  • Home
  • რაჭის ფერი

გაცდა ჩვენი მარშრუტი ტყიბულს და ჩემი მოლოდინი მეტად გამძაფრდა,შევუდექით ამაღლებულ ფერდობებს,რომელიც ერთი მეორეზე თვალწარმტაცი ხედებით გვაწონებდა თავს…მოუთმენლობის მოუსვენრობა შემეპარა,მინდოდა ჩემი იმედები გამართლებულიყო,ჩემს წარმოდგენებში არსებული მწვანე რაჭა,მიხვეულ მოხვეული გზებით დასაწყიდში,ნიკორწმინდის გუმბათის წვერით,იქამდე კი ფირუზისფერი შაორით,იმაზე მეტად გასაოცარი იყო ვიდრე ყველზე კარგად დადგმულ საკუთარ სცენარში წარმოვიდნენდი.

პირველი გაჩერება-შაორი მასში არეკლილი ნაძვნარი და რაჭველი მეგობრის პირვწლი შეხება საყვარელ კუთხესთან, მკავურით გამოხატული სიხარული.

აღარც კი ვიცოდი ამის მერე შეეძლო თუ არა კიდევ რამეს გავეოებინე ულამაზესი ბუნების წიაღში,სიმშვიდე დამეუფლა შევადგი თუ არა ფეხი ნიკორწმინდის ეზოში.ეტყობოდა იქაურობას რა დიდი რუდუნებით ებყრობოდა თანასოფლელი მას…თანამგზავრმა ლექტორებმა ნიკორწმინდის ისტორიასა და არქიტეტქურაზე ისაუბრეს,მე და არამარტო მე,ჩემი მეგობრები გაფაციცებით ვტრიალებდით ტაძრის შუაგულში,რათა ყველაფერი დაემახსოვრებინა თვალს,ვინ იცის კიდევ როდის მოგვიწევდა თუნდაც კიდევ ერთხელ ემასპინძლა ნიკორწმინდას ჩვენთვის…

გზა გაგრძელდა ემოციები მეტად მოგვაწვა,მოლოდინი გამძაფრდა…
ბარაკონი-მდინარის მძაფრი ხმა არღვევდა ტაძრის გარაშემო მდუმარებას…მახსოვს შეგრძნება,როდესაც ტაძრის კედლებს ვეხებოდი ხელით,სიძველის,გამომშრალი ნაკეთობა,მზეზე საცხუნებული,ოდნავ ფერდაკარგული და ძველებურად მყარად  გამდგარი ფესვებით.

გადავწყვიტეთ პირველი დღე დაგვსრულებინა და მეგობარმა ონში ბების სახლში წაგვიყვანა.წითელლოყება,სახეზე ნაოჭები მეტად დასტყობოდა,მაგრამ მისი ღიმილი ყველა ნაოჭს ფარავდა,გველოდებოდა..მოუთმენლად გველოდა როდის მივიდოდოთ,ყველას ცალცალკე და ერთად მოგვესიყვარულა,ყველასთან მონახა სასაუბრო,თავისი თბილი ხელებით,რომელსაც სოფლის ჯაფისგან დაღლა ეტყობოდა ახლად გამომცხვარი ხაჭაპურები გადმოგვიწყო,და დააყოლა ბლინებიც გაგიკეთეთ ბებო და ხვალ დილად შეგიწვამთო…ასეთ დროს სულ ცრემლები მადგება თვალებზე,ბედნიერების სიხარულის,ონის რაიონში  ათი წუთის წინ გაცნობილმა პირველად ნანახმა ბებომ ისეთ სიყვარულით და სითბოთი ჩაგიკრას გულში,რომ შემიძლია დღეასაც იგივე შეგრძნებებით გავიხსენო ის…

შემდეგ იყო მრავალჟამიერი,კოცონში შეწყობილი შეშა,იქამდე სუფრა და ნაკვერჩხალზე მწვადის ყველა მხრიდან შეწვის წესდება…

დილით მეგობრის წამოხტომამ გამაღვიძა ფრთხილად გავლა იტაკზე შედეგიანი არ აღმოჩნდა და ხის იატაკის ჭრიალმა ერთიანად ჩაგვაგდო სიფხიზლეში,ბლინები დაგვხვდა ცხელი,ხრაშუნა,შეწითლებული და ღიმილით ნათქვამი სიტყვები მიირთით ბებო…
ჩვენ ჩვენი ადგილი დავიკავეთ მარშრუტში და გავუყევით გზას შოვისკენ,თვალუწვდენელი ნაძვნარი მარცხნივ,რიონი მარჯვნივ შუაში ჩვენ და წინ მყინვარწვერი…ვერასდროს ვერაფერს მოვარგე სიტყვა სიდიადე ისე,როგორც მყინვარწვრისთვის არის შეასაფერისი და მაინც საოცარია,როგორ უსუსურად შეიძლება იგრძნოს თავი ადამიანმა მის შემყურე…რაც უფრო და უფრო მივდიოდით წინ,გეგონებოდა ან ახლა ან ახლა შეახებ ფეხს მყინვარწვერის ძირსო მაგრამ ის არ იძვროდა იდგა დინჯად…

გაშლილ ეზოში შევადგით ფეხი და როგორც კი თავი მაღლა ავწიე,ხის უზარმაზარი სასახლე დავინახე,შელახული,მოუვლელი,მორყეული კიბით,რათქმაუნდა უფანჯროდ,მიტოებულ მივარდნილი,ამავე დროს შთამბეჭდავი,შიგნით უზარმაზარო სივრცე,უამრავი აივანი,და ხედი- თეთრი მყინვარი..ლურჯი ცა,მწვანე ახლად ამოსული ბალახი,მოვარისფრო აყვავებული ალუბალი ეზოში…აივანზე დაყრდნობილი ხელები და ფოტო ზურგიდან….