რატომ მოგზაურობა?

  • 11/12/2017
  • Home
  • რატომ მოგზაურობა?

მოგზაურობა ეს ისეთი აქტივობაა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს უყვარს. ზოგისთვის იგი მოდუნების და ყოველდღიური დამღლელი ცხოვრებისგან გაქცევის საშუალებაა. ზოგისთვის თავგადასავლების და საინტერესო ადგილების, კულტურის,  ხალხის, ახალი ცხოვრების აღმოჩენის საბადოა. ზოგისთვის კი გართობისა და დასვენებისთვის საჭიროა ესტუმრონ იმდენ კლუბს, ბარს, რესტორანს, კაფეს და სახვადასხვა გასართობ დაწესებულებას, რამდენსაც მათი დრო და საფულე გაწვდება.

არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც  არ უყვართ მოგზაურობა. მათი თქმით მოგზაურობა, არც ისე სასიამოვნოა და სტრესის შემცველია. ასევე მოითხოვს ბევრ დროს და რაღათქმაუნდა ბევრ ფინანსებს. ჩემი აზრით,  ასეთი ადამიანები ცოტაა და უმრავლესობას ესმის, თუ როგორი საინტერესო და საოცარია მოგზაურობა.

რა არის მოგზაურობა? ლექსიკონის განმარტებით მოგზაურობა არის „რამე მიზნით სხვადასხვა მხარეში სიარული, მგზავრობა“.  თუმცა იგი უფრო ღრმაა ვიდრე მისი განმარტება.

დროა გაგაცნოთ 10 მიზეზი თუ „რატომ მოგზაურობა?“

  1. საუკეთესო „წამალი“ ჯანმრთელობისთვის

მოგზაურობა მოითხოვს ფიზიკურ აქტივობას. ფიზიკური აქტივობა კი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო წამალია.

იგი ასევე ასტიმულირებს ტვინს, როდესაც ტვინი ეცნობა ახალ ადგილებს და შეიცნობს სხვადასხვა გამოცდილებებს, იგი უფრო აქტიური ხდება და ამ დროს უმჯობესდება მეხსიერებაც, ასევე კონცენტრაციაც.

მოგზაურობა საუკეთესო წამალია ნერვებისთვის. იგი ახერხებს ადამიანის განახლებას, გადატვირთვას და თითქოს დაღლაც უჩინარდება.

  1. საუკეთესო გზა ცხოვრებისეული გამოცდილებებისთვის

მოგზაურობა ახალ გარემოსთან და უცნობ ადამიანებთან კონტაქტის საშუალებას გვაძლევს. ვეცნობით უცხო ხალხის რელიგიას, ტრადიციებს, კულტურას და ცხოვრების წესს. იგი უამრავი გამოცდილების და უცხო განცდების საშუალებაა.

ასევე მოგზაურობისას იძენ დროის მართვის უნარებს.  უცხო მხარეში ყოფნისას, შორს შენი სახლიდან და „კომფორტის ზონიდან’,  ყველაფრის გაკეთება თავად გიწევს. ამ დროს შეცდომებიც კი საუკეთესო მასწავლებლები არიან.

  1. ხდები უფრო ტოლერანტული და მეგობრული

მოგზაურობა გხდის უფრო მეგობრულს, ეხმარები და ზრუნავ უცხო ადამიანებზე, ასევე იღებ და გასცემ ზღვა ინფორმაციას.

მოგზაურობისას არის მომენტები, როდესაც ხვდები, თუ რა მშვენიერია სამყარო და როგორი მნიშვნელოვანია თითოეული წუთი, ურთიერობები, რომელსაც იგი გვთავაზობს.

  1. მოგზაურობა ქმნის ურთიერთობებს და მეგობრებს

ადამიანები, რომელთაც ხვდები მოგზაურობისას, ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ თქვენს ცხოვრებაში და ისინი ქმნიან მოსანახულებელი ადგილების „წითელ წერტილებს“ რუკაზე.

  1. საკუთარი თავის აღმოჩენა

მოგზაურობა გაძლევს საშუალებას, უკეთ შეიცნო საკუთარი თავი.  იგი ავლენს ფარულ ტალანტებს და უნარებს. ის ხომ ასოცირდება ახალ საკვებთან, ენასთან,  ხალხთან და ადგილებთან?!

  1. საუკეთესო მთხრობელი

მოგზაურობა გაძლევს საშუალებას გახდე  საინტერესო ადამინი. ეს არის წიგნი, სადაც უამრავი საოცარი ისტორიაა თავმოყრილი. თავგადასავლებისა და ისტორიების მოყოლა კი მოგზაურს ნამდვილად გამორჩეულს ხდის.

  1. მიღება და გააზრება

მოგზაურობა საკვებია შენი ფიქრებისთვის. იგი უფრო გამჭრიახს გხდის და გეხმარება კრეატიულ აზროვნებაში.

  1. „საკუთარი სიმდიდრის დაფასება“

მოგზაურობისას ხშირად იჩენს თავს პრობლემები.  ამ დროს ხვდები და აფასებ, თუ რამდენად ძვირფასია ოჯახი, მეგობრები და მათთან ურთიერთობები.

  1. განათლება

მოგზაურობა განათლების ერთ-ერთი განუყრელი ნაწილია.  ჩვენ ვსწავლობთ წიგნიდან, მოგზაურობისას კი მათ ვხედავთ. შეულძლებელია წიგნებმა აღწეროს ის ემოციები, რომელსაც თავად განიცდი .

  1. შენი დროა

ამ პარაგრაფს ღიას ვტოვებ, რადგან მინდა მკითხველმა შეავსოს საკუთარი გამოდილებებით და მოსაზრებებით.  ასე რომ, გეკითხებით – რატომ მოგზაურობა?