პარიზული ვოიაჟი

  • 11/02/2018
  • Home
  • პარიზული ვოიაჟი

„ბავშვობაში პარიზში მოგზაურობაზე ვოცნებობდი, ზოგჯერ მესიზმრებოდა კიდეც, რომ ჩემს სოფელში თვითმფრინავი მოფრინავდა, რომელსაც მგზავრები პარიზში მიჰყავდა, მაგრამ მე რატომღაც ვერასდროს ვერ ვუსწრებდი და ასე იმედგაცრუებული მეღვიძებოდა ხოლმე,“ – გვიყვება ეკა .

Paris ( 2018 )

მოკლედ, ყველაფერი კი ასე დაიწყო. სოციალური ქსელის მეშვეობით ექვსი გოგო შევიკრიბეთ, გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიდან: თამო, ქეთი, მეგანი, ეკა, დეა და ეკა. ზოგი სტუდენტია, ზოგიც მუშაობს, ზოგი პრაქტიკას აკეთებს. ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე ვიცნობდით, მაგრამ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებდა ახალ წელს პარიზში შეხვედრა და მოგზაურობა. ინტერნეტ საიტების „გადაქექვის“ შემდეგ, მივაგენით ოპტიმალურ ვარიანტს და სასტუმრო დავჯავშნეთ, თუმცა ჩვენი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, სასტუმრო ხორვატიაში დავჯავშნეთ და არა საფრანგეთში. შეცდომა მალევე აღმოვაჩინეთ და ყველაფერი მოგვარდა.

გამგზავრებას ცალკე ისტორია ახლავს… გვინდოდა ყველა ერთად ერთი ქალაქიდან წავსულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომაც გავიყავით ორ ჯგუფად და გადავწყიტეთ პარიზში შეხვედრა. ოთხი გოგო უნდა წამოვსულიყავით ქალაქ ულმიდან , ორი შტუტგარდიდან.

დეა და ქეთი, ანუ (მე) დროულად ჩავედით ულმში და თამო იქ დაგვხვდა, მაგრამ ეკას აგვიანდებოდა, მატარებელი დანიშნულ დროს არ ჩამოვიდა და განსაზღვრული დრო, რომელითაც ავტობუსის გაჩერებამდე უნდა მიგვესწრო არც ისე საკმარისი რჩებოდა, თუმცა შევძელით და მაინც მივუსწარით.

მეგანის და ეკას ავტობუსი პარიზში სხვა სადგურზე ჩამოვიდა ჩვენი ავტობუსი კი სულ სხვაზე. მთავარი პრობლემა ჩვენი შეხვედრა და მეტროში გადასაადგილებელი ბილეთი იყო. საფრანგეთში ყველა საუბრობს ფრანგულად ! მორჩა და გათავდა, არც ინგლისური იციან, არც გერმანული და რუსულზე ხომ საუბარი ზედმეტია. ჩვენ ოთხიდან ფრანგული არც ერთმა ვიცით, მხოლოდ მეგანმა და ის კიდევ მეორე სადგურშია.

Меtropolitain

ისევ ჩვენით უნდა „ვიცოდვილოთ“, მივედით ბილეთის აპარატთან და ჰოი, საოცრებავ ჩვენსკენ გამოემართა, წარმოსადეგი ყმაწვილი, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი წინ მიმაგრებული ,,ბეიჯით’’, თვალები გამიბრწყინდა ვიფიქრე მეტროს თანამშრომელია და ბილეთის ყიდვაში დაგვეხმარებათქო. მოკლედ , ჩვენდა გასაოცრად გერმანულიც იცოდა, გამიხარდა და ვთხოვე ბილეთი გვაყიდინეთქო, ასეც მოიქცა თითომ 13 ევრომდე გადავიხადეთ, დღის ბილეთია, მთელი დღე იმგზავრებთო და ასე დამშიდებული გამოვემართეთ ქალაქისკენ. საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ვიღაც თაღლითი აღმოჩნდებოდა… შეგვრჩა საბავშვო ბილეთი, რომელიც უფასოა და თანხა თავად ჩაიდო ჯიბეში, ეს კი შემდეგ აღმოვაჩინეთ, როცა ჩვენი ბილეთით მგზავრობა აღარ შეგვეძლო, თუმცა კეთილი ფრანგებიც არსებობენ და მეტროში მყოფმა კონტროლიორმა უფასოდ გაგვატარა… შემდეგ უკვე ისიც გვასწავლეს, რომ აპარატს გერმანული და ინგლისური ენებიც აქვს… მთავარია სწორ კომბინაციას მიაგნო. 🙂

მივაღწიეთ სასტუმრომდე , მეგანს და ეკას მოსვლა შეაგვიანდათ. სასტუმრო მეგანმა დაჯავშნა და სასტუმროში შესასვლელი კოდიც მას ჰქონდა. ამაზე აღარ გვიფიქრია, ვურეკავთ მეგანს და ვერ ვუკავშირდებით, ვიცოდით რომ მეტროშია და ტელეფონი არ დაიჭერდა. ცოტა ხანში სასტუმროსთან ვიეტნამელი წყვილი გამოჩნდა, რომელთაც ვერ გაიგეს, სასტუმროში როგორ შესულიყვნენ და დახმარება გვთხოვეს. გამიხარდა მათი გამოჩენა , ქართველები კიდევ კრიტიკულ სიტუაციებში არასდროს ვიბნევით, ამას ვერავინ დაგვიკარგავს.. კოდი შევაყვავინეთ და ჩვენც შევყევით. ასე აღმოვჩნდით სასტუმროში ვიეტნამელი წყვილის დახმარებით.

,, ხელმა ხელი დაბანა და ორივემ ერთად პირიო,“ აი ის თემა იყო…

შემდეგ დაიწყო სასიამოვნო მომენტები, ვნახეთ ელიფელის კოშკი, შევძელით სულ ზევით ეიფელის კოშკზე ასვლა, მართალია რიგში საათი და ორმოცი წუთი ვიდექით , მაგრამ ამად ღირდა, ვნახეთ შესანიშნავი ხედი ეიფელიდან, საიდანაც 67 კილომეტრის მანძილზე მთელი პარიზი მოსჩანს, იქვე წავაწყდით საქართველოს დროშასაც წარწერით, სადაც განმარტებულია, რომ თბილისში არის ტელევიზიის ანძა, რომელიც 274, 50 მეტრი სიმაღლისაა. სიამაყის განცდა დაგვეუფლა, რომ ჩვენი პატარა სამშობლო რაღაც კუთხით აქაც აღმოვაჩინეთ.

 

ქალაქს გარს არტყამს მდინარე სენა და ულამაზესი ხიდები, რესტორნები, შენობების არქიტექტურა შეუდარებელია. პარიზი რომანიკული ქალაქია, ნამდვილად შეიძლება ასე ითქვას. ვნახეთ ქუჩა, სადაც ცნობილი კაბარე „Moulin Rouge “-ია , კაზინოები, ბორდელები, ესეც ხომ პარიზული კულტურის ნაწილია. ტრიუმფალური თაღი, ლუვრი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ვისხედით ისტორიულ კაფე “Cafe de Flore”-ში , სადაც ოდესღაც პიკასო, სალვადორ დალი და მსგავსი კორიფეები დადიოდნენ. ფასები უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელია, თუმცა ყავის დალევა, მაინც შევძელით. სხვა ევროპის ქალაქებთან შედარებთ შემიძლია ვთქვა, რომ პარიზი ყველაზე ძვირიანი ქალაქია.

“Cafe de Flore”

ახალ წელს ქუჩაში, ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შევხვდით, “პარიზულად” შამპანურით და შუშხუნებით. ვუყურეთ როგორ ციმციმებს ეიფელის კოშკი 15 წუთის მანძილზე და როცა ქვრება ფერი ეცვლება.

ახალი წლის ღამეს სასტუმროში დაბრუნებისას გადაადგილება ჭირდა. ტრანსპორტი უფასო იყო, რამაც ძალიან გაგვახარა. მეტროში შევაღწიეთ, მაგრამ არც ერთმა ვიცოდით თუ წინ მართლაც გრძელი, თავგადასავლებით სავსე ღამე გველოდა, მატარებელი დაიძრა და რამდენიმე გაჩერების შემდეგ შუა გვირაბში შეჩერდა, გამოაცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით, გადაადგილება გარკვეველი ვადით გადაიდო და მოცდა მოგვიწევდა. სად გვეცალა მოსაწყენად, ახალი წლის ღამეს, ფრანგებს მატარებელში უფასო კონცერტი მოვუწყვეთ. ვიმღერეთ ქართულად, ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, ვიცეკვეთ და ერთი საათის შემდეგ მატარებელიც დაიძრა. ფრანგები თვალს ღიმილნარევი, გაოცებული სახეებით გვადევნედნენ .

Musee du Lourve Paris

ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენთვის მართლაც, ,,აქილევსის ქუსლი ‘’ აღმოჩნდა . მეორე საღამოს კლუბში წასვლა დავაპირეთ, როცა ავტობუსში ავედით, გვჯეროდა, რომ ისევ უფასოდ მგზავრობა შეგვეძლო. ორ გაჩერებაში კონტროლიც ამოვიდა და ბილეთები მოითხოვა, რაც არ გვქონდა რას ვანახებდით? ჯარიმა 50 ევროო და აბა, გადაიხადეთო ლამის პოლიცია გამოიძახეს, ჩვენ ისეთი დრამა გავმართეთ, რომ თანხა არ გვქონდა, რომ ტურისტები ვიყავით და ახალი წლის გამო მგზავრობა უფასო გვეგონა, ლამის იქეთ გადაგვიხადეს. მოკლედ ამგვარად გადარჩით დაჯარიმებას.

 

Cathedrale Notre-Dame de Pris

 

ორიოდე სიტყვით ფრანგებზეც მინდა მოვყვე. ცივი ხალხი სჩანს, თუმცა, მათ აქვთ გამორჩეული ინდივიდუალური სტილი. რაც შეეხება ცხოვრების სტილს, იგრძნობა, რომ „არეული“ ხალხი ცხოვრობს და კანონს არც ისე ბევრი იცავს, განსაკუთრებით მოუწესრიგებელია საგზაო გადაადგილება, მძღოლიც და ქვეითად მოსიარულეც ორივე თანაბრად კანონს არღვევს, წითელზე გადასვლა , ან თუნდათ ზებრაზე გაზის მიჭერა, ჩვეულებრივი ამბავია. ქალაქში არსებულმა ნაგვის ურნებმაც გაოცება გამოიწვია, მეტალზე ჩამოცმული პოლიეთილენის პარკები, რომელიც ადვილად ფუჭდება და ხშირად ნახავთ ქუჩაში მიმოფანტულ ნაგვის ნარჩენებს.

Arc de Triomphe

 

“Moulin Rouge”

ემოციებით დატვირთული გამოვემართეთ ისევ გერმანიისკენ, პირვანდელი შემადგენლობით, ჩვენ ოთხნი იმ სადგურზე სადაც ჩამოვედით , მეგანი და ეკა სხვა სადგურზე. როგორც თავში ვახსენე ექვსივეს გვსურდა გერმანიიდან ერთი ქალაქიდან გამომგზავრება, მაგრამ არ მოხერხდა, ამიტომ თავიდან ორი ბილეთი ულმიდან პარიზამდე ორივე გზა, მეგანის და ეკას სახელზე იყო დაჯავშნილი, თამომ და დეამ ის ორი ბილეთი აიღეს, რადგან უკვე თანხა გადახდილი იყო. პარიზიდან გამომგზავრებისას ბილეთების გამო დეას და თამოს პრობლემა შეექმნათ, რადგან ბილეთები მათ სახელზე არ იყო. შევეცადეთ მოლარესთვის სიტუაცია გერმანულად და ინგლისურად აგვეხსნა, როგორც იქნა გავაგებინეთ, რომ ბილეთი ეკუთვნოდა ჩვენს მეგობრებს, მაგრამ განმარტებამ არ დააკმაყოფილა, მოითხოვა მათი პირადი ნომრები. ვეცადეთ გოგოებთან დაკავშირებას, ტელეფონები არ იჭერდა . დროში ვიწვებოდით, გასვლამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, მაგრამ თუ ვერ მოხერხდებოდა კონტაქტზე გასვლა პარიზში დარჩენა მოგვიწევდა. თხუთმეთი წუთის მანძილზე უშედეგოთ ვრეკავდით და ბოლოს თამომ, როგორც იქნა მეგანთან დაკავშირება შეძლო. გასვლამდე 10 წუთი რჩებოდა.( მე) ქეთი, ბარგთან ერთად დავრჩი და ისინი სალაროსთან გაიქცნენ. გული გამალებით მიცემდა მოასწრებდნენ თუ არა დროულად მოსვლას, ყველა მგზავრი ავიდა და ისინი არსად ჩანდნენ გასვლამდე სამი წუთი იყო დარჩენილი გოგოების ფეხის აჩქარებული ხმა რომ გავიგონე ამოვისუნთქე და გულის ცემაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ასე და ამგვარად, ვიმოგზაურეთ პრიზში დროსა და სივრცეში… ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა ძველი და თანამდეროვე პარიზი, ტიპიური, ისეთი, როგორიც ჩვენს წარმოსახვაში იყო. ექვსივე მათგანმა ჩვენი წილი პარიზი აღმოვაჩინეთ და სასიამოვნო მოგონებების მთელი დასტა თან წამოვიყოლეთ.