ოკაცეს კანიონი გაიხსნა

  • 20/03/2019
  • Home
  • ოკაცეს კანიონი გაიხსნა

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ.

განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მსოფლიოში არსებული ტრენდის შესაბამისად, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს – ხის კონსტრუქტიცია შეიცვალა მეტალის კონსტურქციით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლების და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 120 328 ლარი დაიხარჯა.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო