ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  • 26/07/2019
  • Home
  • ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის 26 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გზა ორ რეგიონს, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლს უმოკლესი გზით აკავშირებს ერთმანეთთან.
რეაბილიტირებული გზა სოფელ ნიჩბისში იწყება, გადაკვეთს მდინარე ნიჩბისისწყალს, გაივლის მუხრან ბატონის კოშკს, მთავარანგელოზისა და ღვთისმშობლის ეკლესიებს, დიდგორის დიდების მემორიალს და ეკლესიის გავლით მიდის უღელტეხილისაკენ, საბოლოოდ კი უერთდება კოჯორი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზას.
სოფელ ნიჩბისის ტერიტორიაზე გამავალი გზის მხოლოდ 545 მეტრიანი მონაკვეთი იყო მოასფალტებული, დანარჩენ მონაკვეთებზე კი საფარი გრუნტის იყო და გადაადგილება უამინდობის დროს განსაკუთრებით რთულდებოდა.
ჩატარდა გზის სრული რეაბილიტაცია, 26 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, გზის საყრდენი კედლები და საგზაო ნიშნები. პროექტი, უზრუყნველყოფს ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზით მოსარგებლეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგიელბას.

წყარო: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო