ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს

  • 29/06/2018
  • Home
  • ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს

უახლოეს პერიოდში ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს.

3 წლიანი სარეაბილიტაციო პროცესის განმავლობაში:
• სასახლეში კაპიტალურად გამაგრდა შენობის კონსტრუქციული სეგმენტები;
• სრულად შეიცვალა სახურავი;
• განახლდა სართულშუა კონსტრუქციები და იატაკი;
• შენობის ქვედა სართული მთლიანად მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით;
• მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები;
• სასახლეში სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯრები.

სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდგომ, ნიკო დადიანის სასახლის ინტერიერში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაიდებს ბინას. სასახლეში გამოიფინება ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული – XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები, რომლებიც ამჟამად სამუზეუმო ფონდებშია დაცული.

ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მთავარი ნაგებობის – ეკატერინე დედოფლის სასახლის რეაბილიტაციის დაწყებასაც გეგმავს. სააგენტოს ინიციატივით უკვე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია.

წყარო: საქართველოს მთავრობა