მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

  • 07/02/2019
  • Home
  • მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურიგანვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დაასრულა. კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა ამხანაგობა ,,აქოლისი”, რომელშიც დარგობრივისპეციალისტებისგან დაკომპლექტებული 8 საპროექტო ჯგუფია გაერთიანებული.

UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლისსაკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშიშეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. უსისტემო დაქაოტური ქალაქგანვითარების თავიდან აცილების მიზნით, UNESCO-სთან აქტიურითანამშრომლობით შემუშავებული იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებსქალაქს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მისსიცოცხლისუნარიანობის განვითარებას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვისდოკუმენტაციის შემუშავების მიზნით კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

წყარო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი