მშობლიური ქალაქი სხვა თვალით

  • 02/08/2018
  • Home
  • მშობლიური ქალაქი სხვა თვალით

თამარ მეფის ძეგლი , ერთერთი იმრამოდენიმე ძეგლიდან რომელსაც დღეს საქართველოში ვხდებით, აშენებულია 1999 წელს მალხაზ ცისკაიის ავტორობით

ახალციხე, პატარა ქალაქი სამცხე-ჯავახეთში, მდ. ფოცხოვის ორივე ნაპირზე.

ვირფასო მკითხველო მოდით დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა ამ პატარა ,,აღმოჩენების ქალაქში”, როგორც მე მას ვუწოდებ.  წლების განმავლობაში დავხეტიალობდი ამ ქალაქის ქუჩებში მარტო, მეგობრებთან, ნათესავებთან თუ სრულიად უცხო ადამინებთან, ხან მუსიკის და ყურსასმენების თანხლებით, ხან ფიქრებში გართული და დაბნეული, აღელვებული და მხიარული. მაგრამ არასდრო ვაკვირდებოდი იმას რაც ჩემს გარშემო იყო , ვხედავდი მხოლოდ იმას რასაც ყველა. და აი ერთხელაც ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე და გადავწყვიტე გამეკეთებინა ბლოგი ამ ქალაქის შესახებ, მოვიმარჯვე მობილური ტელეფონი, ყურსასმენები, საყვარელი მუსიკა ჩავრთე და დავიწყე ქუჩების დალაშქვრა. თურმე ბევრ სიურპრიზს მიმზადებდა ეს პატარა ქალაქი თავის ხმაურიან ქუჩებით, სტუმართმოყვარე ხალხით, პარკში მოსეირნე წყვილებით თუ ცაში მონავარდე მტრედების გუნდით, რომელსაც ასე ხშირად შეხვდებით ცენტრალურ პარკში, ატრაქციონებთან თუ ეკლესიებთან ახლოს. ეს ჩიტები კი ნამდვილად ჩემზე კარგად იცნობენ ამ ქალაქს. თუმცა, მათთან ერთად მეც გავშალე ფრთები და დავიწყე ქუჩებში ნავარდი, ხან მაღალი კოშკიდან გადმოვყურებდი ქალაქს, ხან შუა ქუჩაში მივდიოდი, ხან კი უბრალოდ რომელიმე სახლთან კედელზე ავძრებოდი და ახალ-ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდი.

მივუყვებოდი ქუჩებს და ვხედავდი როგორ იყო დამალული თანამედროვეობაში წარსული, ისტორია, გარდასულ დღეთა ამბები.  ეს ყველაფერი კი იქ სადაც არავინ ელოდება , გარეუბნებში და პატარ-პატარა ქუჩებში სადაც  არც ავტომობილები დადიან, არც ბევრი ხალხი მოძრაობს, მხოლოდ ბავშების ჟივილ ხივილი ისმის. სადღაც სახლიდან მუსიკა გამოდის, ძველი ხალხური მუსიკის ჰანგებია, ამის საპირისპიროდ მეორე სახლიდან თანამედროვე როკის ხმა ისმის, ფანჯრიდან მოცეკვავე ბიჭიც მოსჩანს.

უცნაური ქალაქია, მოულოდნელად შეიძლება ისეთ ლამაზ ადგილს წააწყდე რომელიც აქამდე არასდროს გინახავს  და როგორებსაც მეოცე საუკუნეში აკეთებდნენ.

ახალციხის ერთ ერთი ღირსშესანიშნაობა

ახალციხის ერთ ერთი რირსშესანიშნაობა

ეს ის ქალაქია რომლის ისტორიაც ასობით წლის წინ მეათე საუკუნეში დაიწყო, მეთორმეტე საუკუნიდან ცნობილი ჯაყელების სამფლობელო გახდა , შემდეგ ოსმალები და ირანელები ლაშქრავდნენ და სისხლით რწყავდნენ მის ქუჩებს, ბოლოს რუსები ბატონობდნენ და მხოლოდ ახლაღა შეძლეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მშვიდად ცხოვრება, ვის არ ნახავთ ამ ქალაქში, სომეხს, თურქს, ირანელს, ქართველს, რუსს ბერძენს თუ სხვას, რა რელიგიის წარმომადგენელი გინდათ რომ აქ არ იყოს და რომელი რელიგიის სალოცავს ვერ წააწყდებით აქ. მოკლედ რომ ვთქვათ იერუსალიმის ქართული ვარიანტია(მაგრამ რათქმაუნდა ვერც ისტორიით და ვერც სილამაზით , თუ მნუშვნელობით ვერ შეედრება წმინდა ქალაქს)  გინდათ კათოლიკურ  ეკლესიას ნახავთ ,რომლის გარშემოც მერცხლები დანავარდობენ და ერთმანეთს რაღაცას ეჭყიპინებიან. ტაძრის ისტორია იწყება მეცამეტე საუკუნეში , მისი აღდგენა მომხდარა მე -16 სში, მას შემდეგ კი მრავალჯერ დაუნგრევიათ და გაუნადგურებით, მაგრამ 2012 წლიდან იგი ისევ ამაყად გადმოჰყურებს მის წინ გადაშლილ პატარა ქალაქს.

სავარდის ღვთისმშობის სახელობის კათოლიკური ტაძარი

კათოლიკური ტაძარი

შეხვდებით სინაგოგასაც, რომლის კედლეიც ბალახს დაუფარავს, ხოლო ჩუქურთებს დრო და ჟამი უკარგავს თავდაპირველ ელფერს და ანადგურებს ისტორიას რომელიც უველესია როგორც საქართველოში ასევე მთელს ევროპაშიც, და აგებულია 277 წლის წინ. მის გვერდით ვხედავთ ახალ აშენებულ სინაგოგას, რომელშიც ძალიან იშვიათად  შხვდებით იქ მისულ ებრაელებს,კარი კი ჩაკეტილი გვხვდება.

ახალი სინაგოგა

ძველი სინაგოგა, აგებული 277 წლის წინ, უველესია მთელს ევროპაში.

მარდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

მარდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

საფლავუ მარდის ეკლესიის ეზოში

წარწერა მარდის ეკლესიის კედელზე

მარდის ეკლესია

მარდის ეკლესია

ვხვდებიტ რამოდენიმე მართმადიდებლურ ეკლესიას:  წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია,მარდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ამ ეკლესიებმა საუკუნეებს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია, გამოიარა ოსმალთა შემოსევები, უამრავი სსხლისღვრა და ბრძოლა მრავალჯერ დაანგრიეს  და განაახლეს თუმცა დღეს ისევ ამაყად დგანან ზეცისკენ აღმართულები და გარდასულ დროთა ამბებს გვახსენნებენ.

წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია

საფლავიწ მინდა მარინეს ეკლესიის ეზოში

ძეგლი რომელიც აუსენებინებია ვინმე ნინოს თავისი ძმის წმ. მარინეს ეკლესიის ეპისკოპოსის სულის მოსახსენებლად

და ბოლოს რაბათის ციხე-კომპლექსის ცნობილი მეჩეთი რომელიც თავდაპირველად ეკლესია ყოფილა და ოსმალებს გადაუკეთებინებიათ, დღესაც შეიძლება მეჩეთის გუმბათის ქვეშ ამოღებული 12 სარკმელი და ამაღლებული სალოცავის ნაწილები შევნიშნოთ.  ჰაჯი ახმად ფაშას სახელს ატარებს 2012 -2013 წელს განახლებული მეჩეთი როლის ოქროსფერი გუმბათის დანახვაც ქააქის თითქმს ყველა ნაწილიდან შეგიძლიათ, და რომლიც ისე ბრწყინავს როგორც მზე.

.

კვლავ ვაგრძელეთ ქალაქის ქუჩებში ხეტიალი და გავუდგეთ გზას ქალაქის მტავარი ღირსშესანიშნაობის რაბათის ციხისკენ, სადაც უამრავი საინტერესო რამე გველოდება   ჯაყელები რეზიდენცია, მეჩეთი, მუზეუმი და მართმადიდებლური ეკლესია მედრესე და მინარეთი.

ყველაზე საინტერესო სანახაობა ქალქში მიუხედავად იმის რომ აქ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ლამაად და საინტერესოდ მეჩვენება. აი ისიც: