მუნიციპალური განვითარების ფონდი სასტუმრო ,,რუმსში“ ღია კარის დღეს გამართავს

  • Home
  • მთავარი
  • მუნიციპალური განვითარების ფონდი სასტუმრო ,,რუმსში“ ღია კარის დღეს გამართავს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, სოფელ ველისციხეში და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების გასაცნობად, 18 მარტს, 12 საათზე სასტუმრო ,,რუმსში“ ღია კარის დღეს მართავს.

„თელავში შარშან ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტები დავასრულეთ. მათ შორის ბატონის სასახლე, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული გარემო მოეწყო, განახლდა მუზეუმი. ამავე დროს, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ცენტრის მოწესრიგებაში. ახლა ვიწყებთ სამუშაოების მეორე ფაზას, თელავში ახალი არეალების, მიზიდულობის წერტილების გასაჩენად და შესაბამისად, ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. ტრადიციად იქცა, როდესაც ჩვენ მსხვილ პაკეტებს ვამზადებთ და ინტერესის სფერო დიდია, ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, პოტენციურად რა ბაზარზე შეიძლება იყოს საუბარი, რამდენი იქნება დაკვეთა, რომ მან წინასწარ შეძლოს მომზადება. ორშაბათს ჩვენ ველოდებით ყველა იმ ჯგუფს, რომელიც დაინტერესებულია, როგორც სამშენებლო ჯგუფებს, ისე, პირველ რიგში, არქიტექტორებს და პროექტანტებს. რადგან პირველი რიგის სამუშაოები იქნება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. დაახლოებით, 7 დასახლებული პუნქტის ურბანულ განახლებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი“- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში.

წყარო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდ

  •  
  •