“მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის” – საერთაშორისო ფორუმი და ვორკშოპი

  • 01/07/2018
  • Home
  • “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის” – საერთაშორისო ფორუმი და ვორკშოპი

თბილისი 1-4 ივლისი, 2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) საქართველოს ორგანიზებით 1 ივლისიდან თბილისში საერთაშორისო ფორუმი – “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის” ჩატარდება. ღონისძიება, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარიმართება, “კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018” – ის ფარგლებში ხორციელდება.

4 დღიანი ფორუმი პროექტის – “მუზეუმები საზოგადოების მდგრადი განვითარებისათვის”
საფუძველზე ხორციელდება და ის ICOM საქართველოს მიერ ICOM-ის ევროპის მუზეუმების
რეგიონულ ალიანსთან (ICOM Europe Alliance) თანამშრომლობით შემუშავდა. ფორუმის ფარგლებში პროექტის მეორე კომპონენტი მოიცავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებისათვის 2 დღიანი ვორკშოპის ჩატარებას (3-4 ივლისი).

საერთაშორისო ფორუმი მიზნად ისახავს მოხდეს 21-ე საუკუნის მუზეუმის როლის სწორად გაცნობიერება და გაანალიზება საზოგადოების განვითარების საკითხებში. ფორუმი ფართო პუბლიკას გააცნობს მსოფლიო გამოცდილებას თანამედროვე მუზეუმის საზოგადოებრივი მნიშვნელობის, მისი სოციალური და ინკლუზიური ფუნქციის გამოწვევებისა და განვითარების საკითხებში, გაუზიარებს ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს და უზრუნველყოფს დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელ-დისკუსიაში.

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფორუმში მთავარი სპიკერის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ICOM*-ის პრეზიდენტი ქ-ნი სუეი აქსოი.

ფორუმი 1-დღიანია და მასში მონაწილეობას იღებენ სამუზეუმო სფეროს წამყვანი ექსპერტები:
ICOM ევროპის პრეზიდენტი, ICOM-ის შემოწირულობათა ფონდის დირექტორი, NEMO-ს (ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი) გენერალური მდივანი, ICOM-CIDOC-ის პრეზიდენტი; კულტურის პოლიტიკის საერთაშორისო ექსპერტი; ასევე ICOM-ის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული კომიტეტების პრეზიდენტები და საქართველოს
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.

ფორუმი 1 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 10:00 სთ-ზე გაიხსნება; მისამართი ა. ფურცელაძის 1.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.museums4soc.com
საკონტაქტო ინფორმაცია: ლანა ქარაია, ტელ: 593478164, ელ-ფოსტა: lana.karaia@gmail.com

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა