მოგზაურობის გაგრძელება

  • 18/12/2018
  • Home
  • მოგზაურობის გაგრძელება

სტამბოლშიც მოღრუბლული ამინდია. დავდივარ ქუჩაში და ვნატრობ, ნეტავ,გათოვდეს..არ გათოვდება, ვფიქრობ და ძალიან მინდა,როგორც პატარა ბავშვი ავტირდე.შინ დაბრუნება მინდა,მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა.კიდევ ორი თვე უნდა დავრჩე ჩემს საყვარელ ქალაქში,ჯერ არაფერი მოუყოლიათ ჩემთვის მეთევზეებს.თუ არ ითოვებს,ხომ შეიძლება საოცარ,მომაჯადოებლ ნისლში გაეხვიოს ეს ქალაქი და მეც ამ ნისლთან ერთად ერთი კუნძულიდან,მეორე კუნძულზე გადავიდე.მოსაწყენი ყოფილა პრობლემების გარეშე ყოფნა.და ეს ვალდებულებები,სხვების ინტერესებისთვის წერაც,არ ყოფილა ადვილი საქმე.ყველა ემოცია უნდა გადავიტანო ფურცლებზე,საკუთარი თავისთვის კი მხოლოდ სიცარიელე უნდა დავიტოვო.თუმცა ჩემი სიცარიელეც სავსეა ათასი სულელური განცდებით.ამის შესახებ ბორანზე,რომ ავალ,მაშინ დავწერ.ცივი,ზღვის ჰაერით მონაბერ ნამქერს შეუძლია გააცოცხლოს ყველა ფიქრი.მეგობრების გარეშეც ძალიან მიჭრის ყოფნა,მერე რა რომ ახლა ვერ ვიხსენებ ვერც ერთი მათგანის სახეს,ხომ მყავდნენ ისინი ერთ დროს,ხომ არსებობედნენ,ესეც საკმარისია. ბორანზე ცხელი ჩაით მიმასპინძლდებიან.მე როგორც საყვარელი მწერალი,ყველგან ყურადღების ცენტრში ვარ და პატივისცემით მეპყრობიან. მე ამ ქალაქზე წიგნს ვწერ,არც ისე პატარა საქმეა მათთვის…ამიტომ ლურჯი,თეთრი ფიფქებით დაქარგული პლედი მოაქვთ ჩემთვის და მხარზე მაფარებენ,მეტისმეტია, ვფიქრობ,მაგრამ წერას ვაგრძელებ ლეპტოპში.ისინი ფოტოებს მიღებენ..ზღვა ოდნავ ღელავს.მის სიცივეს ვგრძნობ და ჩემს სულს ვამგვანებ,ვთბები…ერთ პატარა ეპიზოდს ვიხსენებ,რომელიც შარშან გავატარე ამ ქალაქში.ლამაზად ავღწერ ქუჩებს.რედაქტორმა გუშინ მეილზე მომწერა,რომ ჩემს ნაწერებს არ უნდა ჰქონდეს სევდიანი ელფერი,საქმე თუნდაც დაკარგულ სიყვარულს ეხებოდეს. მე კი ბედნიერებაზე დაწერილი არაფერი წამიკითხავს..ბორანზე რედაქციის წარმომადგენელი ამორბის,ამბობს რომ ქარიშხალია გამოცხადებული და სწრაფად ვტოვებთ ბორანს და გემზე ავდივართ.გემზე ყოფნის დროს საოცრად გულგრილი მეჩვენა ზღვა.საოცარი დაღლა ვიგრძენი.სასტუმროში,რომ დავბრუნდები მთელი დღე ვიძინებ..მეღიმება,მე ხომ, ძილს, წერა მირჩევნია. წერა,საქმე,რომელიც არის ჩემი ბედისწერა..