მეგობრები ორი ,,სამყაროდან’’…

  • 05/03/2018
  • Home
  • მეგობრები ორი ,,სამყაროდან’’…

ბავშვობის მოგონებაში ყველაზე დიდი ადგილი  ლურჯ მკვეთრ ცაზე ჩემთვის  უსასრულობისკენ  გაფრენილი თვითფრინავია, რომელსაც  რა თქმა უნდა, კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთხელ მეც ვიქნებოდი მისი მგზავრი. აი, მაშინ ,,დიდი გოგო’’, რომ ვიქნებოდი. თუმცა,  ნელ-ნელა მივხდი, რომ  ამ  სურვილს ასაკის მატებასთან ერთად ისევე ვშორდებოდი, როგორც ვუახლოვდებოდი. რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ  თვითფრინავს და მოგზაურობას მხოლოდ სურვილი არ ჰყოფნიდა…

… დაახლოვებით ერთი წლის წინ, აგვისტოს მე-5 დღეს ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ არაბეთიდან სტუმრები ჩამოსდიოდნენ და 4 დღე მათთან ერთად უნდა  მემოგზაურა საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი პასუხსმგებლობა იყო, მაგრამ დავთანხმდი.

დავთანხმდი ალბათ, იმიტომ, რომ ეს მომცემდა საშუალებას თუნდაც ნაწილობრივ ბავშვობის ოცნება ამესრულებინა.

… პირველივე დღეს ერთი საათით ადრე სასტუმროსთან, პატარა საქართველოს რუკით ვიდექი. ვღელავდი, ვშფოთავდი, მეშინოდა, მიხაროდა… ყველა  ამაღელვებელ  გრძნობას ერთნაირად განვიცდიდი. მოუთმენლად ველოდი სტუმრებთან შეხვედრას. თუმცა, ვიცოდი , რომ ჩვენ ორ განსხვავებულ სამყაროს- ქრისტიანულ და მუსლიმურს წარმოვადგენდით და ეს აუცილებლად უნდა გამეთვალისწინებინა.( გამაფრთხილეს კიდეც). ამ ფიქრებიდან რამდენიმე წუთში  ,,ჩვენი’’ სტუმრები  გავიცანი. ოჯახი ხუთი შვილით. წესისამებრ ერთმანეთს მივესალმეთ  და ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობა დავიწყეთ.ერთად ხუთი დღე გავატარეთ. ეს იყო: ყველაზე დაუვიწყარი, ლამაზი, ამოუცნობი, მოულოდნელობით აღსავსე დღეები…

…ამ დღის მოსვლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, რადგან ეს ბოლო დღე იყო. ტრადიციულად სატუმროში ათ საათზე მივედი და ახლა, უკვე ჩემთვის ნაცნობ ოჯახს ველოდებოდი.

… და დავიწყეთ ტური ყაზბეგისაკენ. ცამდე აზიდული მთები, ქვემოთ, სასეირნოდ ჩამოსული ღრუბლები, წყალზე გამჭირვალე ჰაერი და უსაზღვრო იდუმალი თავისულფლება. ეს ყაზბეგია… ადგილია, რომელიც გავიწყებს ყველაფერს და გტოვებს მხოლოდ იქ, სადაც ხარ!..

თუმცა, სანამ  ყაზბეგში ჩავიდოდით  ანანურში გავჩერდით და მდინარის პირას გავისეირნეთ.

ეს კი ყვავილებია, რომელიც ახლა, არაბეთში,  ერთი პატარა ქალაქის, მშვიდ სახლში ინახება.

ყაზბეგამდე  გუდაურია, რომელიც უსასრულო ხედებით გამოირჩევა. აქ, უკვე ხვდები, რომ ნელ-ნელა ცაში, სადღაც ზემოთ ადიხარ, მაგრამ ამასთანავე ამ სამყაროში.

აქ, ხვდები, რომ არ არსებობს საზღვარი. ყველაფერი უსასრულოა, რომელიც ცას, დედამიწას და ჰორიზონტს თანაბრად, ჰარომნიულად შეიცავს. ხვდები, რომ ეს ის სამყაროა, რომელსაც

ორი განსხვავებული სამყაროს წარმომადგენელი ერთნაირად აღიქვამს და ბარიერი,რომელიც ხუთი დღის წინ არსებობდა აღარ არსებობს!..

(…და, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ!)

მივდიოდით და მივუყვებოდით ციცაბო გზას. გავცდით გუდაურს… და ნელ-ნელა ვამჩნევდით, რომ ჰორიზონტთან ყველაზე ახლოს ვიყავით. თუ წინა დღეებში ვალდებულებისთვის ვსაუბრობდით, ახლა უკვე ვმღეროდით. ვმღეროით ქართულად, ვმღეროდით არაბულად, მხოლოდ  ჩვენს მშობლიურ ენებზე!..

წარმოუდგენელია წავიდეთ ყაზბეგში და არ ვნახოთ გველეთის ჩანჩქერი.

ეს ის ადგილი იყო, სადაც ყველზე დიდ ხანს გავჩერდით. ჩანჩქერამდე, ვიწრო აღრმათია.გზა ცოტა დამღლელი, მაგრამ, როდესაც საკუთარი თვალით ნახავ, კლდიდან დაშვებულ წყლის ნაკადს, რომელიც ზაფხულის გარემოს აგრილებს და მისი პატარა, გრილი წვეთები თვალებში მოკრძალებით გხვდება, მიხვდები, რომ ეს ყველაფერი ამად  ღირდა. იმდენად, რომ აქედან წასვლა აღარ მოგინდება.

…და სწორედ, აქ იყო ჩვენი პირველი სელფი ოჯახის უფროსთან. რა თქმა უნდა, მისი ნებართვით.

დაახლოებით ორი საათი იქნებოდა.ჰორზონტის მხარეების ზუსტი მიმართულება მთხოვეს. ლოცვის დრო იყო… იქვე ჩანჩქერთან სასურველი ადგილი ნახეს ნებართვა აიღეს და ილოცეს.

ლოცვის დასრულების შემდეგ, მუსტაფამ( მამა) დამიძახა. (ცოტა გამიკვირდა, რადგან მე იშვიათად მომართავდა. ძირითადად გოგოებს  ეტყოდა ჩემთვის სათქმელს და მერე გოგოები  მე მეტყოდნენ).

-თათია!

-დიახ. აქ ვარ. ცოტა აღელვებით, ჩუმი ხმით ვუპასუხე მე.

-ნახე  ,,მე ტერორისტი ვარ’’. მუსლიმი ვარ. ვილოცე. (მითხრა სიცილით).

უცებ, ერთ ადგილზე გავიყინე… არ ვიცოდი, რა მეთქვა.  და მიხვდი,რომ ისინი მე მენდობოდნენ. ჩვენ მეგობრები ვიყავით. ჩვენ უბრალოდ ერთი ხალხი ვიყავით. ჩვენი რელიგია, ეროვნება, ბარიერი არ უნდა ყოფილიყო, რადგან სამყაროში მხოლოდ ერთი რასაა- ადამიანი  … და ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან.

მანქანამდე  ფეხით სავალი დაახლოებით ორმოცი წუთი იყო. ჩვენ პირველად ვისაუბრეთ. ტერორიზმზე. იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს. ისიც მითხრეს, რომ  ბევრ ქვეყანაში შიშის თვალით უყრებენ მუსლიმებს, რადგან ისინი ,,პოტენციური ტერორისტები’’ ჰგონიათ.

გერგეტის სამებამდე  სავალი გზა ოცდახუთი წუთი იქნებოდა. მე კი მის სიტყვებზე ვფიქრობდი… და ამ დროს მხოლოდ ერთადერთი, რამ მაბედნიერებდა, რომ ჩვენ  მეგობრობა შეგვეძლო.

ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული სანახავი ხედი გერგეტის სამებიდან აღმოჩნდა და რა თქმა უნდა , მათი რეაქციაც. აქედან ხელისგულივით მოჩანს ყაზბეგი. ცაც იქვე გგონია. და ის შეგრძნება, რომ ჰორიზონტი აქვე დამთავრდება კვლავ დაგყვება.

ვიდექით და ვუყურებდით  უსასრულო პეიზაჟს და ვხვდებოდი,რომ ჩვენ ერთანაირად აღვიქვამთ ყველაფერს. ეს სივრცე ჩვენია, ეს ყველაფერია საერთოა, რადგან ისინი პატივსცემდნენ ჩვენ ტრადიციებს და ანალოგიურად ჩვენც.

ყაზბეგი არც თუ ისე მალე დავტოვეთ. მოვდიოდით, და მანქანის სარკლმიდან ვუყრებდი, როგორ ამაყად მიყურებდა გერგეტის სამება, როგორ არ მაცილებდა თვალს და ვხვდებოდი, როგორი პატარა და უძლური ვარ ამხელა მთებთან და  გასაოცარ  ხეობასთან.

რას შვრებოდნენ ისინი?.. ჩვენს ქვეყანზე საუბრობდნენ. ,,აქ ჰაერია,რომლითაც სუნთქვა შეგიძლიათო’’…მე კი იმას ვიტყვი, რომ ეს ის ადგილია, ეს ის ქვეყანაა,სადაც მოგზაურობა ათავისუფლებს… დადიხარ, ფიქრობ და ხვდები, რომ სამყარო, რომელშიც შენ ხარ შენ გეკუთვნის და შენ თვითონ ეკუთვნი ამ სამყაროს, რადგან წესია და ბუნების კანონია ეს…

ეს ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღე იყო. ჩვენ უკვე მეგობრები ვიყავით!..  მოგზაურება საუკეთესი საშუალებაა ახალი, მაგარი რაღაცეების აღმოსაჩენად.

რა მომცა მე ამ დღეებმა?.. საუკეთესო მეგობრები. ადამინები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა შეიყვარეს.  და კიდევ ერთხელ დამარწმუნეს იმაში, რომ  განსხვავებული რელიგიის მქონე ადამიენბსაც შეუძლიათ იყვნენ საუკეთესო მეგობრები… ისევე, როგორც დღეს ჩვენ ვართ… ათასობით კილომეტრით შორს ზაფხულის მოლოდინში, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება…

თვების შემდეგ, ჩვენს მოგზაურობას სახელიც მოვუფიქრეთ ,,მეგობრები ორი სამყაროდან’’…