მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

  • 05/08/2019
  • Home
  • მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო

თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.

ახალი გზა იქნება 4-ზოლიანი: ორი ზოლი ერთი მიმართულებით, ორი ზოლი – საპირისპირო მიმართულებით. გარდა ამისა, დარჩება გვერდითი ზოლი იმისთვის, რომ თუ ავტომობილი გაჩერდა ან შეფერხდა, გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი.

წყარო: რა კეთდება