ლევან სონღულაშვილი მსოფლიო ხელოვანთა რეიტინგში პირველ ადგილზეა

  • 03/01/2018
  • Home
  • ლევან სონღულაშვილი მსოფლიო ხელოვანთა რეიტინგში პირველ ადგილზეა

“The Styx Jellyfish”
Photo credit: ArtistADay

ქართველი ხელოვანი ლევან სონღულაშვილი “ARTISTADAY”-ის მიერ წლის მთავარ ხელოვანად დასახელდა და 2017 წლის “ARTISTADAY”-ის მსოფლიო ხელოვანთა რეიტინგში პირველი ადგილი უკავია.

ნიუ-იორკის ვიზუალური მხატვარი ლევან სონღულაშვილი დაიბადა თბილისში 1991 წლის 17 აგვისტოს.

სონღულაშვილის ნამუშევრები საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებშია დაცული. იგი პირველი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც შეირჩა ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში, ნიუ-იორკში.

2015 წელს, ლევანი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის მთავარი ჯილდოს “Portrait Scholarship Award”-ის გამარჯვებული გახდა, სადაც ამერიკელი, ევროპელი და აზიელი არტისტები იღებდნენ მონაწილეობას.

ამჟამად სონგულაშვილის ნამუშევრები ლონდონის სამეფო აკადემიის ხელოვნების გამოფენაზეა გამოფენილი.

 

წყარო: ArtistADay