კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

  • 21/04/2019
  • Home
  • კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

სატყეო კვლევების საფუძველზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ გრანტი გამოყო, რის შემდეგაც, რამდენიმე დღეში მემორანდუმი გაფორმდება და წლის ბოლომდე, დაახლოებით, ექვსკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი გაკეთდება, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს.

ამ ბილიკებზე მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ადგილები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე, გადმოსახედები, რაც მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის.
ამავდროულად, იგეგმება 20 ჰექტრამდე ტყის აღდგენის ღონისძიებების ჩატარება.

წყარო: ქართული ოცნება