კიკვიძის ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

  • 21/04/2019
  • Home
  • კიკვიძის ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები.საერთო ჯამში, სრულად რეაბილიტირდება ბაღის მთელი ტერიტორია, რომელიც შვიდ ჰექტარზე მეტი ფართობისაა. მნიშვნელოვანია, რომ არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი.სამუშაოების დასრულება ნოემბერში იგეგმება.

წყარო: ქართული ოცნება