თვალებით შეჭმული საქართველო

  • 30/06/2018
  • Home
  • თვალებით შეჭმული საქართველო

თვალებით შეჭმული საქართველო

მატარებლის სიგნალის ხმა გაისმა და წიფის გვირაბი თითქოს რაღაცამ ჩამოანგრია, გაჩერება კი მოახერხა მატარებელმა, მაგრამ სადგურს დიდად გასცდა. თითქოს გაბრაზებული არისო და რელსებზე ისე მისრიალებდა, როგორც გაზაფხულზე მოვარდნილი რიონი. ბოლო ვაგონში ავედით, იქ ადგილები უფრო არის ხოლმე და ჩვენც  გაგვიმართლა.დღეს  ბატეთის ტბაზე მივდივართ სამი მეგობარი ორი ღამით, წინ დიდი მოლოდინები გვაქვს ლაშქრობა ახალი დაწყებული გვაქვს და ყოველი ტური შთამბეჭდავი და საინტერესოა ჩვენთვის.

ხაშურში შესულები არ ვიყავით, რომ გაჭირვებული გამყიდველები მატარებელში ამოვიდნენ (უფრო სწორად ამოცვივდნენ) ზოგი რას დაატარებს, ზოგი რას.აგერ ერთი გალეული მოხუცი მოდის, რომელიც დაახლოებით სამოცდაათს გადაცილებული იქნება.ერთ ხელში ხელჯოხი უჭირავს, მეორეში კი კანფეტებით სავსე  ცელოფანი.

გაქანებული მატარებელი ხან ერთ მხარეს მიაჯახებს ხან მეორე მხარეს,ხალხი ზედაც არ უყურებს საწყალ მოხუცს, რომელიც შვილებმაც კი მიატოვეს, საკუთარი შრომით და პენსიით არჩენს პირიქით უმადურ შვილებს(ეს სინამდვილეა რეალურად ვიცი მისი ცხოვრების ისტორია , რამდენიმე კვირთ ადრე ჩემს გვერდზე მჯდომ უცნობს უყვებოდა ამის შესახებ).გორის რკინიგზის სადგურთან ერთ პატარა,ოთახში ცხოვრობს, ოთახიც არ ჰქვია უფრო სოროა,საიდანაც საშოვარზე წასულ ცხოველივით დილაადრიან გამოდის და გვიან ბრუნდება უკან.

მატარებელი ისევ წინ მიიწევს და ნელ-ნელა იშლება  ულამაზესი ხედები, დღე წვიმიანი იყო და ქარელის მთებზე რძისფერი ნისლი ჩამოწილილიყო,  ბურუსში ხვევდა მის მიღმა მყოფ სიწმინდეებს,ულამაზეს მონასტრებს, თავისი მადლომოსხმული ღვთისმსახურებით, რომლის ფესვებიც უძველესი საუკუნეებიდან მომდინარეობს. ყოველ მოგზაურობისას წააწყდებით მრავალსაუკუნოვან მიწაში ჩამარხულ ეკლესიების ნანგრევებს,  რომლებიც აღმოჩენილია ერისა და ბერის ხელით და ღვთის მადლით განახლებულია.გაშმაგებული ლოცვა მიმდინარეობს ყოველდღე მთელი საქართველოსთვის, მართლაც რომ ეს არის ჩვენი ერის სიმტკიცე და მთავარი სიძლიერე, რწმენა და სიყვარული ჩვენი უფლისა.

ჩემს ყურადღებას მოპირდაპირე მხარეს მჯდომი შუა ხნის ხალხი იქცევდა, ერთ მხარეს  ორი უცხოელი და-ძმა  და ერთი ქართველი იჯდა,მ ეორე მხარეს ცოლ-ქმარი იმერლები და ერთი ცარიელი ადგილი.

როგორც ჩანდა, იმერლების სტუმრები იყო  ორი უცხოელი, რომლებიც ამერიკელები აღმოჩნდნენ, ეს იმერელი ცოლი ურეკავდა ვიღაცას ტელეფონზე,იმის სახეზე იმხელა ამპარტავნება თამაშობდა,თითქოს ეამაყებოდა,რაღაც უხაროდა მაგრამ თვითონაც არ იცოდა რა იყო ამაში საამაყო.ვიღაც გადამთიელ ავხორცს სცემ პატივს, როგორც მათსავე საუბრიდან ირკვეოდა, ხაჭაპური უკვე გაასინჯეს,მწვადი ხინკალი,ჭაჭის არაყი და ცოლიკაური,ქართული ჭადი და ყველი,აგერ  შეხედე ფეხები ქართული ტალახით აქვს  მოთხუპნული და სულ „გუდ”  “გუდ” -ს  გაიძახის, და ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზეა .

ახლობელს იბარებს  სადგურზე ეს ქალი(ტელეფონით)“იცი რაა,რა სიტუაციაში ვარ ახლა,ორი უცხოელი მოგვყავს და მინდა გაგაცნო“ რადროს უცხოელია შე კაი ქალო, თუ მაგის საშუალება გაქვს მოდი ამ მოხუცსს დაეხმარე, კანფეტებს რომ დაათრევს ლუკმა პურისთვის, თუ არაფერს იყიდი იმ ცარიელ ადგილზე მაინც დააჯინე, შენს გვერდით რომ არის, თვითონ კი ჩაპუმპულებაულა ,თმები ყვითლად შეუღებავს და კანში აღარ ეტევა.

მისი ქმარი კი ერთი ჩია,კბილებ ჩაცვენილი კაცია, რომელიც პირზე ცხვირსახოცს  იფარებს, სუნით რომ არ შეაწუხოს მის პირდაპირ მჯდომი უცხოელი, რომელსაც ენამომტვრეული რუსულით ესაუბრება, მაგრამ იმას კი ვერ ხვდება, რომ პირ მყრალობაზე ძალიან ლეში აქვს აყროლებული და უფსკრულისკენ მიექანება.

უცხოელი და კი ფანჯრის მხარეს ზის,კდემამოსილი თვალებით იყურება,თითქოს ბედნიერია,მაგრამ ვაი ამ ბედნიერებას, მის თვალწინ იშლება ქარელის „მწვერის“ მონასტერი,ულამაზესი ხედებით,რძისფერი მთები,გაშლილი,ვრცელი და ღია მინდვრები, თხლად ამოსული ხასხასა  ბალახი, უყურებს და თვალებით ჭამს , ჭამს და თვალებით ღრღნის ,მაგრამ არ იმჩნევსმის წინ ხომ თავმომწონე ქართველი ცოლ-ქმარი ზის,არ უნდა შეიმჩნიოს , რომ უკვე აწყობს გეგმებს,მეორედ აუცილებლად ჩამოვა, და იყიდის რომელიმე მხარეში ერთ ქართულ სახლს,ჩამოასახლებს მერე თავის ტომს, გამრავლდებიან და ახლა ისინი დაუწყებენ თვალებით ღრღნას ჩემს საქართველოს.

ამ უვიც ქართველ ცოლ-ქმარს კი ვერ წარმოუდგენია რას აკეთებს, რას უწყობენ ხელს,ასე შემოჰყავთ უცხო ტომები რომელთა ისტორიაც  ხუთი ექვსი საუკუნის წინ იწყება,და ისინიც დახამებულები ეწაფებიან ამ ძვირფას  საქართველოს,  ზუსტად არტერიიდან წოვენ სისხლს და ჩვენ კი გვიხარია.

ო, ამ წუთს როგორ მიყვარს ის ცარიელი ადგილი, რომელიც არაფრის მეტყველად ,დგას მუნჯად, მშვიდად  და  დიდი მოთმინებით ელოდება იმას, თუ როდის მოვა ღირსეული ქართველი,და დაეუფლება მას,ისე როგორც ნამდვილ ქართველ ადამიანს შეეფერება .

ნეტა საით მივექანებით ამ ბებერივით,ხან ერთ მხარეს მივეჯახებით  ხან მეორეს,სხვების მათხოვრები გავხდებით ლუკმა პურისა, და ეს ყველაფერი, ისევ ჩვენით მოხდება,ისევ ასეთი უვიცი ხალხი გაგვყიდის თავიანთი უვიცობის გამო, რომლებიც ჩვენს გარშემო ბევრია. (ეს ყველაფერი სინამდვილეა და მართლა მოხდა.ეს ყოველივე იმდენად მტკივნეული იყო,არ შემეძლო რომ არ გადმომეცა, მაგრამ როგორც ოპტიმისტი, მე მჯერა რომ უფალი არ გაგვწირავს და მოვალთ გონს.)

ამ ამბის შემხედვარე ქარელში ჩასვლის შემდეგ ეს ემოციები თავში კიდევ დიდხანს მიტრიალებდა, თუმცა გზაში გაგვიმართლა და ბატეთის გადასახვევამდე მანქანით მივედით ამის მერე დაიწყო ისეთი საოცრებები, როგორსაც მოველოდით და არაჩვეულებრივი ორი დღე გავატარეთ,წამოვედით იმ იმედით, რომ კიდევ დავბრუნდებით ,უფრო მეტნი რომ ბევრს ვანახოთ თუ რა საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ.

მე მიყვარს საქართველო…მე მიყვარს საქართველო…მე მიყვარს საქართველო…