თბილისი წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების კონკურსის კანდიდატია

  • 04/07/2019
  • Home
  • თბილისი წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების კონკურსის კანდიდატია

თბილისი წლის საუკეთესო ევროპული მიმართულების კონკურსის კანდიდატია.
ორგანიზაცია EBD-ის ვებგვერდზე თბილისისათვის სპეციალური საკონკურსო ლინკი შეიქმნება, სადაც დედაქალაქის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა განთავსდება ტურისტული პროდუქტების შესახებ. ამ ბმულით მსურველებს, მთელი მსოფლიოდან, საშუალება ექნებათ, ხმა მისცენ თბილისს, როგორც ევროპის საუკეთესო მიმართულებას მოგზაურობისათვის.
EBD-ის კონკურსზე წარსადგენ ფოტოებზე, თბილისის მერია ღია კონკურსს აცხადებს, რომელში მონაწილეობის მიღებაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. კონკურსზე წარსადგენად 30 ფოტო შეირჩევა.
კონკურსში თბილისის კონკურენტები არიან ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, კრაკოვი, ბრიუსელი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ.

წყარო: ქართული ოცნება