ენიო მორიკონე საქართველოში

  • 09/05/2018
  • Home
  • ენიო მორიკონე საქართველოში

„ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით  გაიხსნება!

ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი, ენიო მორიკონე საქართველოს ესტუმრება.

2018 წლის 19 მაისს ის რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს, რომელიც მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ტურნეს ყველა კონცერტი ანშლაგით გაიმართა და მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები, ხოლო მედიის მხრიდან – დადებითი შეფასებები მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ ის წარდგება რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70–კაციანი შემადგენლობით. 

საგულისხმოა, რომ საქართველოში ლეგენდარული კომპოზიტორი პირველად ჩამოდის და მისი კონცერტით „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნება.

ენიო მორიკონეს მიმართვა 19 მაისის კონცერტთან დაკავშირებით:

“მოგესალმებით ყველას.

19 მაისს ვიქნები საქართველოში და ბლექ სი არენაზე ჩემი მუსიკალური ნაწარმოებების კონცერტს შემოგთავაზებთ. კონცერტისათვის შევარჩიე მუსიკა, რომელიც მაყურებელს სიამოვნებას მიანიჭებს. ასევე შესრულდება ნაწარმოებები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და მსურს, თქვენც გაგაცნოთ.
იმედი მაქვს, ყველაფერი მოგეწონებათ. ორკესტრი კარგად დაუკრავს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი გუნდიც კარგად იმღერებს. მე მომწონს მათი ვოკალი. მომღერლები ღირსეულად წარდგებიან თავიანთი მაყურებლის წინაშე.

იმედი მაქვს, კმაყოფილები დარჩებით, ვინაიდან მუსიკა თქვენთვის ფრთხილად და მონდომებით შევარჩიეთ.

უამრავი მუსიკალური ნაწარმოები მაქვს დაწერილი, მაგრამ ამჯერად შევარჩიე როგორც თქვენთვის ნაცნობი, ასევე უცნობი კინომუსიკა ჩემი შემოქმედებიდან. ასე რომ, იმედი მაქვს, პუბლიკა ხელგაშლილი შემხვდება.
ვფიქრობ, გამიმართლა, რომ თქვენ წინაშე კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა მაქვს.

მოკითხვას ვუთვლი მაყურებლებს იმ იმედით, რომ მათ ყველაფერი მოეწონებათ”.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: Tkt.ge/Morricone

მორიკონეს მიმართვა

🎥 ენიო მორიკონეს მიმართვა 19 მაისის კონცერტთან დაკავშირებით:💫 მოგესალმებით ყველას.✨ 19 მაისს ვიქნები საქართველოში და ბლექ სი არენაზე ჩემი მუსიკალური ნაწარმოებების კონცერტს შემოგთავაზებთ. კონცერტისათვის შევარჩიე მუსიკა, რომელიც მაყურებელს სიამოვნებას მიანიჭებს. ასევე შესრულდება ნაწარმოებები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს და მსურს, თქვენც გაგაცნოთ.იმედი მაქვს, ყველაფერი მოგეწონებათ. ორკესტრი კარგად დაუკრავს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი გუნდიც კარგად იმღერებს. მე მომწონს მათი ვოკალი. მომღერლები ღირსეულად წარდგებიან თავიანთი მაყურებლის წინაშე.იმედი მაქვს, კმაყოფილები დარჩებით, ვინაიდან მუსიკა თქვენთვის ფრთხილად და მონდომებით შევარჩიეთ. უამრავი მუსიკალური ნაწარმოები მაქვს დაწერილი, მაგრამ ამჯერად შევარჩიე როგორც თქვენთვის ნაცნობი, ასევე უცნობი კინომუსიკა ჩემი შემოქმედებიდან. ასე რომ, იმედი მაქვს, პუბლიკა ხელგაშლილი შემხვდება.ვფიქრობ, გამიმართლა, რომ თქვენ წინაშე კონცერტის ჩატარების შესაძლებლობა მაქვს.მოკითხვას ვუთვლი მაყურებლებს იმ იმედით, რომ მათ ყველაფერი მოეწონებათ.🎟 ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: Tkt.ge/Morricone💫 Hello to everyone, ✨ On May 19th I will be in Georgia, to conduct my music in a concert. For this concert, I have chosen the music that the audience will certainly enjoy. And then there will also be music that I really love, that I would love to introduce to you.I hope that you will like everything. The orchestra will be good. And I hope that the choir, which is from Georgia, will be good. I love voices. They will be a choir worthy of this city.I hope that you will like everything, because the music has been very carefully chosen. I have certainly written a lot of music. But this time I have chosen music from some films that the audience might not know. But many other films are very famous. So I hope the audience will welcome me with open arms.I feel lucky to perform for you. And I send my greetings to the audience, hoping that you will enjoy everything.🎟 Buy tickets online: Tkt.ge/Morricone#BlackSeaArena

Geplaatst door Black Sea Arena op vrijdag 4 mei 2018

ენიო მორიკონე, რომელსაც 500-მდე ფილმისთვის აქვს კომპოზიცია შექმნილი, „ოსკარზე” ექვსჯერ იყო ნომინირებული, მათ შორის ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმისთვის Malèna.

ენიო მორიკონეს კონცერტისთვის, თბილისიდან მატარებლის სპეციალური რეისი დაინიშნა.

მატარებელი თბილისიდან 14.10 წუთზე გავა და „ Black Sea Arena”-სთან მდებარე ბაქანზე 18.30 წუთზე ჩავა.

კონცერტის დასრულების შემდეგ კი მატარებელი, იმავე ბაქნიდან თბილისის მიმართულებით 00:05 საათზე გამოვა და დედაქალაქში 04:25 საათზე ჩამოვა.

წყარო: Black Sea Arena