დიდი ბრიტანეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს ეცნობიან

  • 23/03/2019
  • Home
  • დიდი ბრიტანეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი გამოცემების The Times-ის, National Geographic-ის, ასევე პოპულარული სამოგზაურო და სამთო ტურისტული ჟურნალების InTheSnow Magazine-ის, Snow-Forecast.com-ისა და Mpora-ს ჟურნალისტებისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრეს-ტური მოეწყო.

სამთო ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებმა სვანეთში ჰაწვალისა და თეთნულდის კურორტები დაათვალიერეს, აჭარაში გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი მოინახულეს.

ბრიტანელ ჟურნალისტებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა და საქართველოს დედაქალაქის ისტორიული უბნები გააცნო.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები გუდაურსაც ეწვევიან, სადაც კობი-გუდაურის დამაკავშირებელ ახალ საბაგიროს და ახალ სათხილამურო ტრასებს მოინახულებენ. ბრიტანელი ჟურნალისტები ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს შესახებ მსოფლიოში პოპულარული გამოცემებისთვის სტატიებს მოამზადებენ.

პრეს-ტური დიდი ბრიტანეთიდან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით გაიმართა.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია