დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

  • 11/06/2018
  • Home
  • დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა

2018 წლის იანვარ-მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 38%-ით გაიზარდა.

5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიაა:

● პრომეთეს მღვიმე
● თბილისის ეროვნული პარკი
● ყაზბეგის ეროვნული პარკი
● მარტვილის კანიონი
● სათაფლია

5 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

● მაჭახელას ეროვნული პარკი
● თბილისის ეროვნული პარკი
● მტირალას ეროვნული პარკი
● ჯავახეთის დაცული ტერიტორიები
● მარტვილის კანიონი

დაცული ტერიტორიების სააგენტო, დაცული ტერიტორიების უნიკალური ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვასა და განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. მიმდინარე წლის მაისში ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა, სადაც ტურისტები ამომწურავი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

წყარო: საქართველოს მთავრობა