დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტულ გამოფენაზე

  • Home
  • მთავარი
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტულ გამოფენაზე

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, თბილისის მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრო. გამოფენა დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა და 14 აპრილამდე გაგრძელდება.

დაცული ტერიტორიების სააგენტო წელს დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენს. წარმოდგენილი იქნება ინოვაციური პროექტი „დამატებითი რეალობა“, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან. სპეციალურად გამოფენისთვის, ახალი საპრომოციო მასალები მომზადდა.

“2018 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაკუთრებით ემზადება. ახალ სეზონზე ტურისტები შეძლებენ ეწვიონ ნავენახევისა და საწუბრლიას მღვიმეებს, ოკაცეს ჩანჩქერს, ალგეთისა და ყაზბეგის ეროვნული პარკების ახლადაშენებულ ვიზიტორთა ცენტრებს”- განაცხადა გელა ხანიშვილმა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მხარდამჭერები არიან დაცული ტერიტორიების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

    

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო

  •  
  •